GE
ტურიზმის ბიზნესი
ღირებულება: 300 ლარი
ტრენინგ-პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • ტურიზმის ისტორია, არსი და მნიშვნელობა;
  • ტურიზმი, როგორც ეკონომიკური საქმიანობა;
  • ტურიზმის ეკონომიკა;
  • ტურიზმის ძირითადი სახეები და მიმართულებები;
  • ტურიზმის მოტივაცია;
  • ტურიზმის მენეჯმენტი და მარკეტინგი;
  • ტურიზმის რესურსები და ინფრასტრუქტურა;
  • ტურიზმის ინდუსტრია და პროდუქტი;
  • ტურიზმის სახელმწიფო რეგულირება;
  • ტურიზმის ადგილი და როლი მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკაში;
  • ქართული ტურიზმის განვითარების დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივა.
ტრენინგ-პროგრამა განკუთვნილია იმ მსმენელთათვის, რომელთაც სურთ დასაქმდნენ ტურიზმის სფეროში.
პროგრამის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ იმუშაოთ ტურიზმის სფეროში სასტუმროს ადმინისტრატორის, სასტუმროს მენეჯერის, სამოგზაურო სააგენტოს მენეჯერის, ოპერატორის თანამდებობებზე, რადგან თქვენ შეიძენთ ტურიზმის ბიზნესის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
ტრენინგის დასასრულს ჩატარდება ტესტირება, რის საფუძველზეც გაიცემა ინგლისურენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატი. წარჩინებულებს გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ შემდგომ დასაქმებაში.
ტრენინგ-პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, დისკუსიებზე, ტესტებსა და პრეზენტაციებზე.
მონაწილეებს დაურიგდებათ სასწავლო ლიტერატურა უფასოდ.
პროგრამის ხანგრძლივობა: 30 აკადემიური საათი.
მეცადინეობები გაიმართება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა  და შაბათს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ რეგიოსტრაცია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 12:00-18:00, ან შეავსონ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიაკციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები