GE
ინგლისური ენის კურსები აბიტურიენტებისთვის
”ბექას სკოლა” აცხადებს მიღებას ინგლისური ენის კურსზე აბიტურიენტებისთვის.
 
კურსი ორიენტირებულია იმაზე, რომ სტუდენტმა რაც შეიძლება მაღალი ქულა აიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

კურსი თანმიმდევრულად მიჰყვება საგამოცდო ტესტის ათივე დავალებას და თანმიმდევრულად უვითარებს სტუდენტს ამ დავალებების წარმატებით შესრულებისთვის აუცილებელ უნარებს. გარდა ამისა, თითოეული უნარის (მოსმენა, კითხვა, ლექსიკა, გრამატიკა, წერა) განსავითარებლად კურსი იყენებს მოსფლიოს წამყვანი გამოცემების სახელმძღვანელოებს და დამატაბით მასალებს. კურსის გავლის შემთხვევაში სტუდენტი სრულად შეისწავლის ინგლისური ენის გრამატიკის ყველა იმ ასპექტს, რომელიც აუცილებელია ტესტის მაღალ ქულაზე დასაწერად.

კურსი აბიტურიენტებისთვის ასევე გულისხმობს პროგრესის მუდმივ მონიტორინგს ტესტების საშუალებით და პროგრამის პერიოდულ ადაპტაციას, რათა ის მაქსიმალურად მოერგოს სტუდენტების საჭიროებს.

კურსის გავლისთვის აუცილებელია სტუდენტი იყოს მინიმუმ Pre-Intermediate დონეზე.
 
კურსის ხანგრძლივობა: 10 თვე.
გაკვეთილების რაოდენობა: 12 გაკვეთილი თვეში.
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 80 წუთი.
ფასი: $100 თვეში (ექვივალენტი ლარში).
 
დამატებითი ინფორმაცია:
”ბექას სკოლა” არის ახლად დაარსებული ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი ინოვაციური მიდგომებით. ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა კურსს ინგლისურ ენაში, რომლებიც ეფუძნება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდოლოგიას. მსოფლიოს წამყვანი გამოცემების სახელმძღვანელოებთან ერთად ვიყენებთ დამატებით ინტერაქტიულ სასწავლო მასალებს, რაც სწავლების პროცესს უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის. სტუდენტებს ასევე აქვთ საშუალება ჩაერთონ დამატებით აქტივობებში: კინოჩვენებები და დისკუსიები, მკითხველთა კლუბი, ყოველკვირეული სტუდენტური კონფერენციები, ყოველკვირეული დამატებითი სასწავლო მასალები – 'A Weekly Dose of English', გასვლითი აქტივობები და ა. შ.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები