GE
გაყიდვების მენეჯმენტის კურსი
ბი დი სი აკადემია გთავაზობთ მენეჯმენტის შემსწავლელ კურს.
 
გორსა და თბილისში
 
ტრენინგის მიზანია გაყიდვების, მოლაპარაკების წარმართვისა და კლიენტებთან ურთიერთობის პრინციპებისა და ტექნიკების სწავლება. თეორიული ცოდნის გაღრმავების პარალელურად, მოხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაზიარება და სხვა და სხვა ქეისების განხილვა, რაც პროგრამაში ჩართულ მონაწილეებს დაეხმარებათ უკეთ წარმართონ გაყიდვების სფეროსთან  დაკავშირებული საქმიანობა.

მონაწილეები გაეცნობიან დისტრიბუციის სპეციფიკასა და სადისტრიბუციო ქსელის მართვას, აგრეთვე მერჩენდაიზინგის მეთოდიკასა და სავაჭრო ობიექტების მუშაობის სპეციფიკას.
 
ტრენინგის თემატიკა:
  • გაყიდვების მართვის სპეციფიკა;
  • ეფექტური გაყიდვების მენეჯმენტი;
  • მარკეტინგისა და გაყიდვების ურთიერთკავშირი;
  • 4P-ს თეორია და პრაქტიკული გამოყენება;
  • გაყიდვების ქსელისა და ჯგუფის კონტროლი;
  • დისტრიბუციის სპეციფიკა დისტრიბუტორებისა და ჯგუფის ხელმძღვანელთათვის;
  • სადისტრიბუციო ქსელისა და კადრების კონტროლი;
  • მერჩენდაიზინგის ფეისინგის მეთოდიკა;
  • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების მომზადება და წარმართვა;
  • მოსაუბრის ფსიქოტიპები;
  • ლოგისტიკის და გადაზიდვების სპეციფიკა;
  • სავაჭრო ობიექტის მუშაობის სპეციფიკა და სახეობები.
კურსის ხანგრძლივობა თვე ნახევარი.
გაიცემა სერტიფიკატი! რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები