GE
კომპიუტერული სისტემები და ქსელები

სასწავლო კურსის მიზანი:

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დამოუკიდებლად გადაჭრას კომპიუტერული პრობლემები: (რემონტი, აწყობა, დიაგნოსტიკა, მონაცემების გაძლიერება);

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ოპერაციული სისტემის სტრუქტურა და ფუნქციები, შეისწავლონ ოპერაციული სისტემა Windows 7/8.1, შეძლონ ოპერაციული სისტემის ინსტალაცია, გამართვა, ადმინისტრირება, სისტემასთან მუშაობის პროცესში  შექმნილი პრობლემის გასწორება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

კურსი ასევე განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ქსელის ფუნდამენტალური პრინციპები, ქსელის დაგეგმვა, აგება და მონტაჟი; სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება, ქსელური მოწყობილობების გამოყენება, ქსელური პროტოკოლები, ქსელური ტოპოლოგიები და მისი არქიტექტურა; ქსელის OSI და TCP/IP მოდელები და დამისამართება; უსაფრთხოების საფუძვლები, წვდომის კონტროლის მექანიზმები და Firewall-ის ტიპები, კონფიგურაცია და მართვა, VPN ტექნოლოგიის საფუძვლები;  ქსელში წარმოშობილი პრობლემის მოძიება და აღმოფხვრა; უკაბელო ქსელის მონტაჟი და უსაფრთხოება; ქვექსელებად დაყოფა (Subnetting); კაბელური და უკაბელო მარშრუტიზატორების კონფიგურაცია და მონტაჟი; ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება; მცირე და საშუალო ზომის ქსელის აგება და ადმინისტრირება.

სასწავლო კურსის მიზანია მსმენელი გაეცნოს ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგად ცნებებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვის პრობლემებს. შეისწავლოს მათი გადაწყვეტის გზები და საშუალებები.

სასწავლო კურსის პროგრამა:

1 .ინფორმაციის ცნება, ინფორმაციის სახეები, ინფორმაციის საზომი ერთეულები; ორობითი სისტემა; სისტემური ბლოკის (CASE); კვების ბლოკის (PSU); სისტემური პლატის (Motherboard) არქიტექტურა; ტიპები; ფორმფაქტორები; ჩიპსეტი; სისტემური რესურსები და მათი დანიშნულება; ცენტრალური პროცესორი (CPU); მისი მახასიათებლები; პროცესორის პრაქტიკული განხილვა;

2. მუდმივი მეხსიერების მოწყობილობის ტიპები; ოპერატიული მეხსიერების ტიპები; მეხსიერების მოდულები; ქეშმეხსიერება; მეხსიერების შეცდომები; მყარი დისკის (HDD); CD/DVD/Flash მოწყობილობების თეორიული და პრაქტიკული განხილვა; დამგროვებლების ინტერფეისის ტიპები; ფაილური სისტემების (FAT, NTFS, exFAT) მიმოხილვა;

3. ვიდეო ადაპტერის (Video card); მონიტორის ტიპები და მათი მახასიათებლები; ქსელის ადაპტერის; აუდიოადაპტერის; გამაგრილებელი სისტემების (Cooler) თეორიული და პრაქტიკული მიმოხილვა; გაფართოების სლოტების და პორტების განხილვა; პორტები და კაბელები;

4. უსაფრთხოების დაცვა ლაბორატორიული პროცედურების დროს და ხელსაწყოების სწორი გამოყენება; კომპიუტერის დაშლა/აწყობა; BIOS-ის თეორიული და პრაქტიკული განხილვა; პარამეტრების კონფიგურაცია;

5. პროფილაქტიკური ღონისძიებების ძირითადი მიზნებისა და  წესების განხილვა; პრობლემის აღმოფხვრის პროცესები; კომპიუტერის მოწყობილობების დიაგნოსტიკა; ტესტირება; პრობლემის აღმოფხვრა;

6. ვირტუალური მანქანის (Vmware Workstation, Virtualbox) ინსტალაცია/კონფიგურაცია; Windows 7/8.1-ის ინსტალაცია; Windows Upgrade; Windows 7/8.1-ის ჩამტვირთავი ფლეშის შექმნა; Personalize, Display; Taskbar and Start Menu; Notification Area Icons; Power Options, Aero (Peek, Snap, Shake); Start მენიუს პროგრამები;

7. ფაილებთან და საქაღალდეებთან მუშაობა; Folder Options; პროგრამა Windows Explorer; ძებნის პარამეტრების მომართვა; Indexing Options; Sync Center; ინფორმაციის დისკზე-ფლეშზე ჩაწერა/გადაწერა; Recycle Bin და მისი პარამეტრების მომართვა; მართვის პანელი: Device Manager; Device and Printers; Sound; Programs and Features; AutoPlay; Default Programs; Compatibility Options; Region and Language; Fonts, Keyboard; Mouse;  Date and Time; Ease of Access Center;

8. მყარი დისკის დაყოფა; დაფორმატება; განულება; სისტემის ოპტიმიზაცია: Disk Cleanup, დეფრაგმენტაცია, Check Disk, Performance Options, System Configuration,  ReadyBoost; Disk Quota, მუშაობა ვირტუალურ მყარ დისკთან (VHD); რეესტრის (Registry) სტრუქტურის გაცნობა და ზოგიერთი პარამეტრის შეცვლა, Command Prompt-თან მუშაობა, Windows PowerShell/ISE.

სწავლება მიმდინარეობს როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად;

მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო მეთოდური ლიტერატურით;

კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე გაიცემა ორმაგი სერტიფიკატი(პირველი –კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიის მიერ, მეორე – Cisco IT Essentials ინგლისურენოვანი) დარეკომენდაცია დასაქმებისთვის;

სწავლის ხანგრძლივობა – 3 თვე (კვირაში 2 დღე, 2-2 საათი);

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები