GE
ტელე-ვიდეო ოპერატორის მოსამზადებელი კურსი

ტრენინგის გავლისას მსმენელები შეიძენენ ტელევიზიაში ტელეოპერატორად მუშაობის შესაფერის პრაქტიკულ უნარებს და თეორიულ ცოდნას, გაეცნობიან ტელეწარმოებისთვის საჭირო ტექნიკას, შეისწავლიან სხვადასხვა სატელევიზიო ფორმებს და ჟანრებს, სატელევიზიო წარმოების ტექნოლოგიებს.

ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ კურსს ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას. მსმენელები შეისწავლიან შუქის, ფერის, კონტრასტის, რაკურსის გამოყენებას,მუშაობას კადრის სიღრმესთან, ფონებთან და ფაქტურებთან. ასევე შეისწავლიან სტუდიურ გადაღებას, პავილიონში მუშაობის ტექნიკას.

პრაქტიკულ მეცადინეობაზე მუშაობა წარიმართება სასწავლებელში მოწყობილ მინი სტუდიაში.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება პრაქტიკაში გამოიყენოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები და იმუშაოს დამოუკიდებლად როგორც ტელევიზიაში ისე ფრილანსერად (თავისუფალი მომუშავე)

მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალებით.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. წარმატებული მსმენელბი დასაქმდებიან კერძო სტუდიაში.

კურსის ხანგრძლივობა 3 თვე ღირებულება 750 ლარი

გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.

მიმდიანარეობს მსმენელთა რეგისტრაცია!

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები