GE
შესავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ღირებულება: 350 ლარი
ბიზნეს-განათლების ცენტრი KEY გთავაზობთ ტრენინგს შესავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსში

სასწავლო კურსის მიმდინარეობისას, ლექციის, პრაქტიკული ამოცანებისა და  რეალურ ქეისებზე მუშაობის საფუძველზე, განხილული იქნება საქართველოს საგადასახადი სისტემა და კანონმდებლობა, აგრეთვე გადასახადების დეკლარირებისა და გადახდის პროცედურები.
 
კურსი ითვალისწინებს მსმენელებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის ძირითადი მოთხოვნების, დაშვებებისა და ინტერპრეტაციების გაცნობას.

თითოეული ტრენინგ-სესიის ბოლო 20 წუთი დაეთმობა ინტერაქტივს, დებატებსა და კითხვა-პასუხს მსმენელებსა და ტრენერს  შორის.

სასწავლო კურსს გაუძღვება Grant Thornton Georgia-ს ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელი პაატა შურღაია.

სასწავლო კურსის მიზანია, გააცნოს მსმენელებს:
  • საქართველოს საგადასახადი სისტემისა და კანონმდებლობის არსი;
  • საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი წესები;
  • საგადასახადო აღრიცხვის ძირითადი პრინციპები და მეთოდები;
  • გადასახადების დეკლარირებისა და გადახდის პროცედურები.
კურსი განკუთვნილია:
  • დამწყები და კვალიფიციური ბუღალტრებისთვის;
  • საგადასახადო კონსულტანტებისთვის;
  • ფინანსისტებისა და ანალიტიკოსებისთვის.
სასწავლო კურსის შინაარსი:
  • საქართველოს საგადასახადო სისტემა;
  • მნიშვნელოვანი ტერმინები და ცნებები;
  • გადასახადის გადამხდელი და საგადასახადო აგენტი;
  • საშემოსავლო და მოგების გადასახადები;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი;
  • აქციზი და იმპორტის გადასახადი;
  • ადგილობრივი/ქონების გადასახადი;
  • საგადასახადო კონტროლი, სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა. 
ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები:

ტრენინგის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
  • საგადასახადო კანონმდებლობის  ზოგადი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
  • საგადასახადო კანონმდებლობაში კონკრეტული მიდგომებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას;
  • საგადასახადო ტერმინოლოგიაში გარკვევას;
  • საგადასახადო სისტემაში მუშაობის მეთოდების გაანალიზებას;
  • საგადასახადო საქმის კომპლექსური საკითხების ახსნას;
  • საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ოპერაციების ანალიზსა და განმარტებებს.
კურსის ხანგრძლივობა: 30 საათი (6 კვირა)
ტრენინგები ჩატარდება: შაბათ-კვირას 16:00 საათზე (თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2,5 საათი)
ტრენინგ-კურსის ღირებულება: 350 ლარი.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გამოგზავნეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ.ფოსტაზე trainings@beckey.ge 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები