GE
ტრენინგი თემაზე: ,,ეფექტური მომსახურება”
ღირებულება: 200 ლარი
ბიზნეს-განათლების ცენტრი KEY გთავაზობთ ტრენინგს თემაზე: ეფექტური მომსახურება

სასწავლო პროგრამა ფოკუსირებულია ფსიქოლოგიურ ფაქტორებსა და პრაქტიკულ რჩევებზე, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ეფექტური მომსახურებისათვის და დადებითად მოქმედებს მომხმარებლებზე.

პროგრამა უზრუნველყოფს ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და რეკომენდაციების შემუშავებას შემდეგი მიმართულებებით:
  • მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვა;
  • ობიექტურ სისტემაზე მონიტორინგისა და მენტორინგის სისტემის აწყობა;
  • თანამშრომლების მუდმივი შეფასება;
  • თანამშრომელთა დატრენინგების სიხშირე;
  • შეფასებასთან დაკავშირებული ბონუსები;
  • მატერიალური და არამატერიალური წახალისება.
კორპორატიული ტრენინგის დაგეგმვის შემთხვევაში, დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის შემუშავებულ სასწავლო კურსს გააჩნია შემდეგი უპირატესობები:
  • ტრენინგის მორგება ორგანიზაციის საჭიროებებზე;
  • პრე-შეხვედრა დამკვეთთან, საკითხების შეთანხმება,  ტრენინგ-მოდულის შეცვლა საჭიროებისამებრ;
  • მსმენელებთან შეხვედრა;
  • ორგანიზაციაში არსებული მომსახურების სტანდარტების გაცნობა და მათი შესაბამისი სავარჯიშოების მომზადება;
  • სტანდარტის შექმნასა და თანამშრომლების შეფასებაში მხარდაჭერა;
  • მონაწილეების მხრიდან ტრენერის შეფასება;
  • ტრენინგ-ანგარიშის მომზადება;
  • პოსტ-შეხვედრა / რეკომენდაციების მომზადება მომსახურებისა და სამომავლო ტრენინგების დაგეგმვის მიმართულებებით.   
სასწავლო კურსს გაუძღვება საქართველოსა და ევროპაში მრავალგზის სერტიფიცირებული ტრენერი თამარ კანაშვილი - Georgian Industrial Group-ის ტრენინგებისა და განვითარების კოორდინატორი ტრენინგებისა და განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი Speak Up in Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი შპს „ფორტუნას’’ დამფუძნებელი.

სასწავლო კურსის მიზანი:
მომსახურების  სფეროში მუშაობის მსურველთა ან  დასაქმებულთა კომპეტენციის ამაღლება.

კურსი განკუთვნილია:
გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში დასაქმების მსურველთათვის;
გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში  დასაქმებული ადამიანებისთვის;
ნებისმიერი ორგანიზაციის წინა ხაზის (front office) თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ მომხმარებლებთან.

სასწავლო კურსის შინაარსი:
  • კომპლექსური მომსახურების არსი;
  • მომსახურების ეტაპების მიმოხილვა;
  • ნდობის მოპოვების ფაქტორები: პირველი შთაბეჭდილების ეფექტი, არავერბალური და ვერბალური კომუნიკაცია;
  • ეფექტური მომსახურების სტანდარტების განხილვა;
  • კეთილგანწყობილი ხმა;
  • სახელით მიმართვა;
  • მომსახურებისთვის არასასურველი ფრაზებისა და სიტყვების პოზიტიურ ჭრილში გარდაქმნა;
  • სწორი მოთხოვნილების გამოვლენის ეტაპები;
  • მოსმენის უნარის გაუმჯობესება;
  • კითხვის დასმის მეთოდები;
  • ბიზნეს-წერილების ეტიკეტი და ნორმები;
  • შეთავაზების ფორმის შემუშავება;
  • წინააღმდეგობების ცოდნის მნიშვნელობა;
  • ქეისების განხილვა და ანალიზი;
  • მომხმარებლის დარწმუნების ტექნიკები;
  • რთული მომხმარებელი;
  • თანაგუნდელების მიერ ერთმანეთის შეფასება;
  • მოლაპარაკების დასრულების კომპონენტები;
  • ერთგული მომხმარებლებისადმი ყურადღება;
  • ტრენინგისა და საკუთარი თავის შეფასება;
ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები:

ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
ცოდნისა და კომპეტენციის ამაღლებას მომსახურებაში;
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

კურსის ხანგრძლივობა: 12 საათი (4 შეხვედრა)
ტრენინგები ჩატარდება: შაბათ-კვირას 12:00 საათზე (თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი)
ტრენინგ-კურსის ღირებულება: 200 ლარი

კორპორატიული დამკვეთებისთვის (იურიდიული პირებისთვის) ტრენინგების ჩატარების დრო და ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გამოგზავნეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ.ფოსტაზე trainings@beckey.ge 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები