GE
სამოქალაქო სარჩელების შედგენის მეთოდიკის კურსი
ღირებულება: 280 ლარი
ბიზნეს სამართლის ტრენინგ ცენტრი (BLTC) აცხადებს მიღებას სასწავლო კურსზე "სამოქალაქო სარჩელების შედგენის მეთოდიკა".
 
კურსის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:
 
1 შეხვედრა:
 
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო სისტემა
  • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და მისი სისტემა;
  • სამოქალაქო დავის წარმოების თავისებურებანი და ძირითადი პრინციპები;
  • საქართველოს სასამართლოს სისტემის მოკლე მიმოხილვა;
სამოქალაქო საქმეების უწყებრივი ქვემდებარეობა და განსჯადობა
  • უწყებრივი ქვემდებარეობის ფორმები;
  • განსჯადობის საკითხები ინსტანციების მიხედვით;
  • სასამართლოს შემადგენლობების ფორმირება. აცილება და თვითაცილება და მათი პრაქტიკაში რეალიზაციის პროცედურა;
  • პროცესის ხარჯები;
2 შეხვედრა:
 
პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო სარჩელის შედგენის მეთოდიკა
  • სამოქალაქო სარჩელის შედგენა. დავის საგნის შინაარსის ზუსტი ფორმულირების პრობლემა;
  • მტკიცებულებათა წარდგენის პრობლემები;
  • სახელმწიფო ბაჟი პირველი ინსტანციის სასამართლოში;
  • უწყების ჩაბარება და სასამართლოში პირთა დაბარება;
საპროცესო უზრუნველყოფა, შესაგებელი და კერძო საჩივრის პრაქტიკული პრობლემები
  • საპროცესო უზრუნველყოფის გამოყენება;
  • შესაგებლის ფორმირება და სასამართლოში წარდგენა;
  • კერძო საჩივრის შედგენა და სასამართლოში მისი წარდგენის პროცედურები;
  • მესამე პირები სამოქალაქო პროცესში და მათი უფლებები;
3 შეხვედრა:
 
მხარეთა წარმომადგენლობა. ადვოკატები და წარმომადგენლები
  • წარმომადგენლობის არსი;
  • ლიცენზირებული ადკოვატები და ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;
  • მხარეთა წარმომადგენლები, რომლებსაც არ გააჩნიათ ადვოკატის სტატუსი;
სასამართლოს გადაწყვეტილებათა სახეები. გამარტივებული წარმოება
  • სასამართლოს გადაწყვეტილებათა ცალკეული სახეები;
  • დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
  • გამარტივებული წარმოების საქმეები;
4 შეხვედრა:
 
გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში. საქმის წარმოების პრაქტიკული პროცედურა
  • სააპელაციო საჩივარი. გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა;
  • სააპელაციო სასამართლო და მისი ფუნქციები;
  • სააპელაციო სასამართლოში მხარეთა დაბარება;
  • სახელმწიფო ბაჟი;
  • გადაწყვეტილების გამოტანის პროცედურა;
გადაწყვეტილების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში. საქმის წარმოების პრაქტიკული პროცედურა
  • საკასაციო საჩივარი. უზენაეს სასამართლოში საქმის გასაჩივრების პროცედურა;
  • საქართველოს უზენაესი სასამართლო და მისი ფუნქციები;
  • სახელმწიფო ბაჟი;
  • გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულების პროცედურა;
ტრენინგი იწყება 17 ოქტომბერს
ტრენერი: დიანა ბერეკაშვილი – ას. პროფ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
 
ტრენინგის საფასური შეადგენს 280 ლარს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 სთ
ტრენინგი ტარდება: კვირაში ორჯერ (2 საათის განმავლობაში) ტრენინგის დასრულებისთანავე გაიცემა სერთიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები