GE
ესპანური ენის კურსი
,,ბრიტანული სახლი“ გთავაზობთ ესპანური ენის კურსს.
 
დარეგისტრირდით, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო და დაიწყეთ სწავლა! 
 
ჩვენთან სწავლის უპირატესობებია:
  • პატარა ჯგუფები - მაქსიმუმ 5 მსმენელი;
  • ინდივიდუალურად მეცადინეობის შესაძლებლობა;
  • მისაღები ფასი - 120 ლარი/თვე ჯგუფურად, 150 ლარი/თვე ინდივიდუალურად.
  • მოქნილი გრაფიკი - 10:00-დან 22:00-მდე;
  • დიდი გამოცდილება - 7 წელი ბაზარზე;
კურსის აღწერილობა
კურსი წარმოადგენს ზოგადი და აკადემიური ესპანური ენის შემსწავლელი პროგრამების სინთეზს. გამოყენებული იქნება უახლესი სასწავლო ლიტერატურა, აუდიო-ვიდეო მასალები. სწავლება ორიენტირებულია სწორად და თავისუფლად მეტყველების, წერა-კითხვის, მოსმენის, აღთქმა-გაგებისა და თარგმნის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.
 
კურსის მიზანი
  • შეისწავლოთ ან გაიუმჯობესოთ თავისუფალი მეტყველების, კომუნიკაციის, წერა-კითხვის, გამოთქმისა და ინტონაციის უნარ-ჩვევები;
  • დახვეწოთ ლექსიკა და გრამატიკა;
  • გქონდეთ სასაუბრო პრაქტიკა;
  • შეძლოთ აზროვნება ეპანურ ენაზე.
სწავლება მიმდინარეობს შემდეგი დონეების მიხედვით:

Nivel inicial - დაწყებითი დონის მიზანია სტუდენტმა თავისუფლად შეძლოს კომუნიკაცია ელემენტარულ დონეზე. გამოიყენება სახელმძღვანელოები:“ Español 2000”, “Gramática de uso del español”. მოვისმენთ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებად ფრაზებზე აგებულ დიალოგებს და წავიკითხავთ მარტივი დონის მოთხრობებს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ საკმარისი გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა ყოველდღიური სიტუაციებისათვის თავის გასართმევად.

Nivel intermedio - მეორე დონის მიზანია , რომ სტუდენტებმა გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი თემატიკის მიხედვით შესწავლილი ფრაზეოლოგიით და გაიფართოვონ შემეცნება საშუალო დონის ესპანურით მიწოდებული ენციკლოპედიური ინფორმაციით. ამ დონის შესასწავლად გამოიყენება შემდეგი სახელმძღვანელოები: “Español 2000”, “Gramática de uso del español”, “Español sin fronteras”, “ Ejercicios prácticos (curso intensivo de español)”. მსმენელები მოისმენენ ნაწყვეტებს სხვადასხვა ესპანური ფილმებიდან. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ ესპანური ენის გრამატიკის და ძირითადი ლექსიკის მყარი საფუძველი.

Nivel superior - მესამე დონის მიზანია, მსმენელმა განიმტკიცოს ცოდნა, როგორც ესპანური ენის გრამატიკაში ასევე ლექსიკაში. ენის ცოდნის  ამ დონეზე სტუდენტს ექნება საშუალება, რომ თავისუფლად, გამართულად, ფუნქციონალურად, ადეკვატურად გამოიყენოს სამეტყველო აქტივობის ყველა სახეობა. გამოყენებული სახელმძღვანელოები: “Español sin fronteras”, “Ejercicios prácticos (curso intensivo de español),“Perfeccionamiento”.

გაიცემა სერტიფიკატი!

სპეციალური შეთავაზება! - ,,ბრიტანული სახლი” კორპორაციულ კლიენტებს სთავაზობს მეცადინეობის ჩატარებას 20-40%-იანი ფასდაკლებით (ფასდაკლება განისაზღვრება მსმენელების რაოდენობის მიხედვით) ადგილზე მისვლით თქვენთვის სასურველ დროს.
 
ჩვენ გამოგვცადა დრომ და ჩვენი სწავლის პრინციპი ორიენტირებულია შედეგზე. ჩვენი პედაგოგების პროფესიონალიზმი და გამოცდილება ჩვენი მოსწავლეების წარმატების გარანტიაა!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები