GE
გერმანული ენის კურსები
,,ბრიტანული სახლი“ გთავაზობთ გერმანული ენის კურსს გოეთეს ინსტიტუტის სტანდარტების შესაბამისად.
 
დარეგისტრირდით, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო და დაიწყეთ სწავლა! 
 
ჩვენთან სწავლის უპირატესობებია:
  • პატარა ჯგუფები - მაქსიმუმ 5 მსმენელი;
  • ინდივიდუალურად მეცადინეობის შესაძლებლობა;
  • მისაღები ფასი - 120 ლარი/თვე ჯგუფურად, 150 ლარი/თვე ინდივიდუალურად.
  • მოქნილი გრაფიკი - 10:00-დან 22:00-მდე;
  • დიდი გამოცდილება - 7 წელი ბაზარზე;
კურსის აღწერილობა
კურსი წარმოადგენს ზოგადი და აკადემიური გერმანული ენის შემსწავლელი პროგრამების სინთეზს. გამოყენებული იქნება უახლესი სასწავლო ლიტერატურა, აუდიო-ვიდეო მასალები. სწავლება ორიენტირებულია სწორად და თავისუფლად მეტყველების,  წერა-კითხვის, მოსმენის, აღთქმა-გაგებისა და თარგმნის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.
 
კურსის მიზანი
  • შეისწავლოთ ან გაიუმჯობესოთ თავისუფალი მეტყველების, კომუნიკაციის, წერა-კითხვის, გამოთქმისა და ინტონაციის უნარ-ჩვევები;
  • დახვეწოთ ლექსიკა და გრამატიკა;
  • გქონდეთ სასაუბრო პრაქტიკა;
  • შეძლოთ აზროვნება გერმანულ ენაზე;
  • წარმატებით ჩააბაროთ საერთაშორისო სერტიფიკატის გამოცდა.
სწავლება მიმდინარეობს შემდეგი დონეების მიხედვით:
 
A1 მსმენელი ფლობს ძირითად საბაზისო ლექსიკას, გააჩნია წერის და კითხვის უნარი. შეუძლია მარტივი ტექსტებისა და საუბრის გაგება.
 
A2  მსმენელი ფლობს ლექსიკის უფრო მრავალფეროვან ბაზას და გრამატიკულ დონეს ისევე, როგორც გაუმჯობესებულია წაკითხულის გაგების დონე მისი ლექსიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე.
 
B1-B2 მსმენელს უკვე თავისუფლად შეუძლია, თავი გაართვას სხვადასხვა თემატიკის ტექსტებს, ენის  ძირითად  სტრუქტურას  და გამოიყენოს  სხვადასხვა  სიტუაციის  შესაბამისი  კომუნიკაციის  სტრატეგიები. სხვადასხვა  ტიპის  ტექსტის  წერისას  მას  შეუძლია  როგორც  არგუმენტის ჩამოყალიბება,  ასევე  მოვლენების  აღწერა  და  თხრობა.  მას განვითარებული აქვს მეტი მოქნილობა და უნარი, რომ შეძლოს მოულოდნელ სიტუაციაში რეაგირება და ნაკლებად ეყრდნობა ენის უცვლელ ნიმუშებსა და მოკლე ფრაზებს. იგი უკვე კარგად ხვდება, როგორ უნდა დაიცვას ზრდილობის ის ნორმები, რომლებიც  ენობრივად  არის  განსაზღვრული  და  როგორ  უნდა  ისაუბროს ოფიციალურ სიტუაციაში.
 
C1 მსმენელს თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი სირთულის ტექსტის ანალიზის გაკეთება, არგუმენტირებული მსჯელობა და თავისუფალი წერის და მოსმენის უნარ-ჩვევები.
 
გაიცემა სერტიფიკატი!
 
სპეციალური შეთავაზება! - ,,ბრიტანული სახლი” კორპორაციულ კლიენტებს სთავაზობს მეცადინეობის ჩატარებას 20-40%-იანი ფასდაკლებით (ფასდაკლება განისაზღვრება მსმენელების რაოდენობის მიხედვით) ადგილზე მისვლით თქვენთვის სასურველ დროს.
 
ჩვენ გამოგვცადა დრომ და ჩვენი სწავლის პრინციპი ორიენტირებულია შედეგზე. ჩვენი პედაგოგების პროფესიონალიზმი და გამოცდილება ჩვენი მოსწავლეების წარმატების გარანტიაა!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები