GE
მთარგმნელ-თარჯიმანთა მოსამზადებელი კურსი
ღირებულება: 180 ლარი
"ბრიტანული სახლი" გთავაზობთ მთარგმნელ-თარჯიმანთა მოსამზადებელ კურსს.
 
დარეგისტრირდით, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო  და დაიწყეთ სწავლა! 
 
კურსის აღწერილობა:
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ფლობს ენას და სურს მთარგნელ-თარჯიმნად მუშაობა, ასევე მათთვის, ვისაც სურს პროფესიულ დონეზე შეისწავლოს, როგორც წერილობითი, ისე სინქრონული თარგმანი.
 
კურსი 3-თვიანია, მეცადინეობები მიმდინარეობს ჯგუფურად.
ჯგუფი დაკომპლექტებულია მაქსიმუმ 4  მსმენელისგან.
ღირებულება - თვეში 180 ლარი.
 
გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის ტექსტები, ეკონომიკური და პოლიტიკური სტატიები, ასევე საქმიანი ქაღალდები და დოკუმენტები.
 
კურსი მოიცავს სამ მნიშვნელოვან ელემენტს:
  • თანმიმდევრული თარგმანი - საქმიანი მოლაპარაკებები, სატელეფონო მოლაპარაკებები, სემინარები, შეხვედრები, ბრიფინგები, პრესკონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები, ფურშეტები, საზეიმო ღონისძიებები;
  • წერილობითი თარგმანი - პირადი დოკუმენტაცია, ნებისმიერი სირთულის ტექნიკური ტექსტები, იურიდიული, სამედიცინო, ფინანსური და ეკონომიკური,  მხატვრული ტექსტები.
  • სინქრონული თარგმანი - რეალურ სიტუაციებში, მოსაუბრესთან პირისპირ სხვადასხვა სირთულისა და თემატისკის დიალოგების, მოხსენებებისა და კონფერენციების თარგმანი.
კურსის მიზანი:
  • წერითი თარგმნის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება;
  • სინქრონული თარგმნის მნიშვნელოვანი ასპექტების გაცნობა და შეწავლა;
  • აზრის გამოხატვის და მსჯელობის უნარის გამომუშავება;
  • ენის ფონეტიკური და გრამატიკული ბაზის ჩამოყალიბება.
სპეციალური შეთავაზება! - ,,ბრიტანული სახლი” კორპორაციულ კლიენტებს სთავაზობს მეცადინეობის ჩატარებას 20-40%-იანი ფასდაკლებით (ფასდაკლება განისაზღვრება მსმენელების რაოდენობის მიხედვით) ადგილზე მისვლით თქვენთვის სასურველ დროს.
 
ჩვენ გამოგვცადა დრომ და ჩვენი სწავლის პრინციპი ორიენტირებულია შედეგზე. ჩვენი პედაგოგების პროფესიონალიზმი და გამოცდილება ჩვენი მოსწავლეების წარმატების გარანტიაა!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები