GE
საბანკო-საფინანსო და ბიზნესინგლისურის კურსები
,,ბრიტანული სახლი” გთავაზობთ პროფესიონალურ კურსებს ინგლისურ ენაში - საბანკო-საფინანსო და ბიზნეს ინგლისური.
ბიზნესინგლისური: დეტალური მარკეტინგულ–ბიზნესტერმინოლოგია, საქმიანი ურთიერთობის წარმოება, ბიზნეს კომუნიკაციის უნარ-ჩვევების დახვეწა. ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას უახლესი ლიტერატურისა და მეთოდების გამოყენებით დაეუფლოდ და აიმაღლოდ თქვენი დონე.
შეისწავლება:
  1. ბიზნეს კომუნიკაცია საქმიანი შეხვედრებისა და მიმოწერის სახეები.
  2. მენეჯმენტის ტერმინოლოგია და წარმოება.
  3. მარკეტინგის ტერმინოლოგია და წარმოება.
  4. ზოგადი საბანკო და საფინანსოტერმინოლოგია.
  5. ზოგადი სამართალი.
საბანკო-საფინანსო პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრებისთვის, მაგისტრანტებისთვის ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, საკრედიტო დაწესებულებებში კვალიფიკაციის ამაღლების ან დასაქმების ხელშესაწყობად. ეს არის საერთო კურსი საბანკო ტერმინოლოგიაში გარკვევისა და შესწავლისთვის.
თითოეული ლექცია მოიცავს მასალის გაცნობას, პრაქტიკულ სიტუაციებს და კითხვა-პასუხს.
კურსი განკუთვნილია საქმიანი ადამიანებისათვის და მათთვის, ვისაც სურს ინგლისური ენის გაუმჯობესება საქმიანი კომუნიკაციისა და სამსახურეობრივი–საოფისე ურთიერთობების საწარმოებლად. თქვენ შეისწავლით სპეციალურ საბანკო-საფინანსო ტერმინოლოგიას და ბიზნეს კომუნიკაციის უნარ-ჩვევების დახვეწას. სხვადასხვა წერილობითსა და აუდიო მასალაზე დაყრდნობით თქვენ შეძლებთ შეძენილი უნარ-ჩვევების რეალიზაციას ყოველდღიურ საქმიანობაში.
შესაბამისი პროგრამა, რომელიც გამოიყენება აღნიშნული კურსების შესასწავლად, მოგცემთ საშუალებას აამოქმედოთ ენის ცოდნისათვის საჭირო ყველა მიმართულება: წერა-კითხვა, მეტყველება, ტერმინოლოგია, ნებისმიერ სიტუაციებში კომუნიკაციის დამყარება და რაც მთავარია აზროვნება და მეტყველება ინგლისურ ენაზე.
 
,,ბრიტანული სახლი” კორპორაციულ კლიენტებს ვთავაზობთ მეცადინეობის ჩატარებას ადგილზე მისვლით, თქვენს ოფისში (დროის დაზოგვის მიზნით) თქვენთვის სასურველ საათებში.
გაიცემა სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები