GE
ინგლისური ენის მოყვარულთა კლუბი
სიახლე თბილისში! ინგლისური ენის მოყვარულთა კლუბი გიწვევთ ნებისმიერ მსურველს ინგლისურენოვან გარემოში სასაუბრო ინგლისური ენის უნარების გასააქტიურებლად.
 
კლუბი საშუალებას გაძლევთ გააქტიუროთ ინგლისური სიტყვების პასიური მარაგი, ხელს უწყობს ინგლისურ ენაზე აქტიური და თავდაჯერებული კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას. გამოიყენება მრავალფეროვანი რესურსები
 
შეხვედრებზე იმართება დისკუსიები, მუშავდება პროექტები კონკრეტულ თემებზე. კლუბის წევრები აქტიურად არიან ჩართულები საგანმანათლებლო სიახლეებში, რაც დაკავშირებულია ინგლისური ენის სწავლებასთან.
 
კლუბური შეხვედრები იმართება ასაკობრივ ჯგუფებში და ორიენტირებულია სასაუბრო უნარების გააქტიურებაზე.პროგრამა შემუშავებულია და გათვლილია ასაკის და ცოდნის დონის გათვალისწინებით.
 
პერიოდულად გაიმართება შეხვედრები ინგლისურენოვან პედაგოგთან.
 
ჯგუფი დგება ასაკის მიხედვით და იწყება 5 წლიდან:
  • 5-8
  • 8-12
  • 13-16
  • 17-დან ზემოთ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები