GE
საახალწლო აქცია IELTS კურსზე უცხოელ პედაგოგთან
საერთაშორისო განათლების ცენტრი კემბრიჯის  განათლების სახლი გთავაზობთ ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდისთვის IELTS მოსამზადებელ სპეციალურ პროგრამას.
 
კურსი ორიენტირებულია მაღალ ქულებზე. სწავლების პერიოდში კომპლექსურად ვითარდება წერა, კითხვა, მოსმენა და საუბრის უნარები.
 
სწავლება მიმდინარეობს უახლესი მოთხოვნების და საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებდი. პროგრამას უძღვება CELTA-ს კვალიფიკაციის ბრიტანელი პედაგოგი.
 
პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელს გამოუმუშავდება საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით დაგეგმილი ნებისმიერი საერთაშორისო გამოცდის ჩაბარებისთვის საჭირო  უნარ-ჩვევები მაღალ დონეზე.
 
მეცადინეობა მიმდინარეობს მცირე ჯგუფებში-მაქსიმუმი 6 მსმენელი.
კვირაში 3 ჯერ 2 საათიანი ხანგრძლივობით.
შესაძლებელია ინდივიდუალური მეცადინეობაც.
 
მიღების პირობები:
  • მსურველები გადიან ტესტირებას, დგინდება მათი ცოდნის დონე, შეირჩევა ინდივიდუალური სასწავლო კურსი და იწყებენ სწავლას.
  • სასაუბრო უნარების განვითარებისთვის ცენტრში  დამატებით  ტარდება აკადემიური  შეხვედრები მოწვეულ პედაგოგებთან და ლექტორებთან.
ღირებულება: აქციის ფარგლებში 80-150 ლარამდე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები