GE
საბანკო საქმის ინტენსიური/სრული კურსი + სტაჟირება ბანკში
თუ გსურთ, შეისწავლოთ საბანკო საქმე, მიიღოთ რეალური პრაქტიკა და დასაქმდეთ ბანკში, კონსულტაციებისა და ტრენინგების ოფისი ,,სითიო“ გთავაზობთ საბანკო საქმის ინტენსიურ და სრულ კურსს.
 
საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების პროგრამის მიზანია მსმენელთა კვალიფიციური გადამზადება მაქსიმალურად მოკლე დროში და დასაქმება საბანკო სექტორში.
 
იგი მთლიანად აგებულია საბანკო დაწესებულებებში კადრების შერჩევისას არსებული მოთხოვნებისა და სპეციფიკის შესაბამისად.
 
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე:
  • მოლარე;
  • მოლარე-ოპერატორი;
  • ანგარიშების მართვის მენეჯერი;
  • განვადების მენეჯერი;
  • საკრედიტო ექსპერტი;
  • პრობლემური სესხების მართვის ოფიცერი;
  • კლიენტთა მომსახურების ოფიცერი;
  • საინფორმაციო ოფიცერი;
  • ქოლ ცენტრის ოპერატორი.
პროგრამის ფარგლებში მსმენელი დაეუფლება CV-სა და სამოტივაციო წერილის პროფესიულ დონეზე შედგენას. აგრეთვე, ინდივიდუალურად განიხილება თითოეული მსმენელის თვითპრეზენტაცია, რომელსაც დიდი ყურადღება ეთმობა საბანკო სფეროში მუშაობის დასაწყებად.
 
კურსი დამატებით,  მიზნად ისახავს მსმენელს გააცნოს გასაუბრებისა და ტესტირების პრინციპები, განიხილება გასაუბრებისას კანდიდატის შეფასების მეთოდები IQ ტესტი და მათემატიკური უნარები.
 
სასწავლო კურსის მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა და მასალები.
 
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან ორკვირიან სტაჟირებას „პრივატ ბანკის“ საოპერაციო განყოფილებაში.
 
კურსს უძღვება საბანკო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტრენერი-მედეა ზურაბიშვილი.
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი და სტაჟირების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. წარმატებულ კურსდამთავრებულებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი.
 
პროგრამა:
  • საქართველოს საკრედიტო–საბანკო სისტემა; განვითარების ძირითადი ტენდენციები;
  • ცენტრალური ბანკის პასიური და  აქტიური ოპერაციები; მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები; რეპო ოპერაციები; ლომბარდული სესხები; ოქროს სერთიფიკატები; სახაზინო ვალდებულებები; სებ–ის სადეპოზიტო სერთიფიკატები;
  • კომერციული ბანკების მართვა, მისი ძირითადი ფუნქციები; კომერციული ბანკების სტრუქტურა, ბექ ოფისის და ფრონტ ოფისის ფუნქციონირება;
  • კომერციული ბანკის ფინანსური ანგარიშგება; CAMEL–ის რეიტინგული სისტემა; საბანკო კონტროლი; საბანკო სფეროში რისკების მართვა;
  • ბანკის პასიური ოპერაციები; საბანკო ანგარიშები: საკორესპონდენტო;   საკასო მომსახურების; საანგარიშსწორებო (მიმდინარე); ნომინალური მფლობელობის ანგარიშები; სადეპოზიტო ანგარიშები; დეპოზიტების სახეები, მასზე პროცენტის დარიცხვის მეთოდები; ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ანგარიშის გახსნის თავისებურებები; მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები; ამოცანები ანაბრებზე
  • საბანკო პროდუქტების გაყიდვის მეთოდები;
  • საკასო ოპერაციები; (ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანა,  ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანა,   დაზიანებული კუპიურების გამოცვლა,   ბანკნოტების შემოწმება,   ინკასაცია); ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების გადარიცხვები ბანკში ანგარიშის გახსნის გარეშე; მოლარის, მოლარე – ოპერატორების მოვალეობები;
  • უნაღდო ანგარიშსწორების მოდელები (გროს სისტემა, კლირინგი); უნაღდო ანგარიშსწორების ინსტრუმენტები: საგადახდო დავალება;  საინკასო დავალება;  დოკუმენტალური აკრედიტივი; დოკუმენტალური ინკასო;  საბანკო პლასტიკური ბარათები;  საბანკო და სამგზავრო ჩეკები; საბანკო დაწესებულებაში გახსნილი ანგარიშით უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და საკრედიტო კავშირების ფუნქციები და მომსახურება;
  • ბანკების სავალუტო ოპერაციები, ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემა, სპოტი, ფორვარდი და სვოპ გარიგებები
  • ბანკების ოპერაციები ფასიან ქაღალდებთან, საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი, რეგისტრატორები, საბროკერო კომპანიები
  • ბანკების ფაქტორინგული ოპერაციები, სატრასტო მომსახურება, სალიზინგო კომპანიების საქმიანობა; ფულადი გზავნილები; დისტანციური საბანკო მომსახურება (ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკინგ და სხვ.)
  • საკრედიტო  პროდუქტების მიმოხილვა; რას ითვალისწინებს ბანკი სესხზე პროცენტის დადგენისას;სესხზე პროცენტის დარიცხვის  მეთოდები; სესხის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები; სესხების გაცემის პროცედურა; სამომხმარებლო და ბიზნეს სესხები;
  • მომხმარებელთან  შეხვედრისა  და ურთიერთობის ზოგადი სტანდარტები; შეფერხების მოგვარების სტანდარტები; გადამისამართების სტანდარტები; პრობლემური სიტუაციების მოგვარების სტანდარტები; სატელეფონო მომსახურების ზოგადი სტანდარტები; ქეისების და ფსიქოლოგიური ტესტების განხილვა.
ინტენსიური კურსი
 
ხანგრძლივობა: 12 საათი (3 კვირა)
ტრენინგის მიმდინარეობა: კვირაში 2-ჯერ, 2 საათის განმავლობაში
კურსის ღირებულება: 135 ლარი
 
სრული კურსი
 
ხანგრძლივობა: 24 საათი (6 კვირა)
ტრენინგის მიმდინარეობა: კვირაში 2-ჯერ, 2 საათის განმავლობაში
კურსის ღირებულება: 270 ლარი
 
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები