GE
საგადასახადო კოდექსის კურსი ნინო ფოდიაშვილთან
ღირებულება: 420 ლარი
კონსულტაციებისა და ტრენინგების ოფისი  „სითიო“ აცხადებს მიღებას კურსზე ,,საგადასახადო კოდექსი”  ნინო ფოდიაშვილთან.
 
კურსის აღწერა: კურსის განმავლობაში ამომწურავად შეისწავლება საქართველოს საგადასახადო კოდექსი და მასში შესული ცვლილებები. თითოეული ლექცია წარიმართება დიალოგის რეჟიმში და მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ ამოცანებს. ლექციების ბოლოს კი მსმენელებს საშუალება ექნებათ ლექტორთან ერთად განიხილონ უშუალოთ მათთვის საინტერესო და ბუნდოვანი საკითხები.
 
ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება (ჩაი/ყავაზე).
 
სამუშაო მასალები და საგადასახადო კოდექსი მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.
 
ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი ექსპერტის ხელმოწერით.
 
კურსს უძღვება  ნინო ფოდიაშვილი. პროფესიით ეკონომისტი, აქვს ტრენერად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. ამჟამად, მუშაობს საგადასახადო ომბუცმენის აპარატში- ექსპერტი საგადასახადო საკითხებში. პარალელურად, საგადასახადო მიმართულებით  ატარებს ლექციებს სხვადასხვა ტრენინგ ცენტრებში.
 
 
კურსის ხანგრძლივობა 36 საათი;
ლექციების ჩატარების განრიგი: (ორშაბათი- პარასკევი) 19:00-21:00
 
დამატებით თუ გაივლით ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების კურსს, მიიღებთ მთავარი ბუღალტრის სერტიფიკატს. 
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები ჩატარდება სამშაბათს 19:00-21:00, კვირას 10:00-13:00. 
მთლიანი კურსის ღირებულება 650 ლარი.
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე მითითებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები