GE
შრომის კოდექსის შემსწავლელი კურსი
ღირებულება: 220 ლარი
კონსულტაციებისა და ტრენინგების ოფისი „სითიო“ აცხადებს მიღებას შრომის კოდექსის კურსზე.
 
მიზნობრივი ჯგუფი: კერძო და საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები. დასაქმებული კადრები, ვისაც სურვილი აქვთ ზედმიწევნით იცოდნენ სამუშაოსთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები.
 
კურსის აღწერა: სწავლების პროცესში მსმენელები დაეუფლებიან შრომის კოდექსთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხს. თეორიულ მასალასთან ერთად იქნება ქეისების განხილვა.
 
კურსის ხელმძღვანელი: ოთარ მაჭარაშვილი - ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მთავარი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი.
 
პროგრამა:
  • შრომის სამართლის წარმოშობა
  • შრომის კონტრაქტის ვადები და პირობები
  • დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები
  • შრომითი დავების საერთო სტატისტიკა სასამართლოებში
  • შვებულება, დეკრეტული შვებულება.
  • შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები.
კურსის ხანგრძივობა - 15 საათი;
კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
ლექციების განრიგი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (19:00 – 21:00)
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი ექსპერტის  ხელმოწერით.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
იმისათვის, რომ მუდმივად ადევნოთ თვალი ორგანიზაციის სიახლეებს, დაგვიმეგობრდით Facebook გვერდზე CTO - Consulting & Training Office.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები