GE
ვორქშოპი კვლევითი ექსპოზეს წერის ტექნიკის თემაზე
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) ატარებს ვორქშოპს
 
"კვლევითი ექსპოზეს წერის ტექნიკა – Research Proposal Writing"
 
მიზნობრივი ჯგუფი:
  • მედიცინისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები.
  • სამედიცინო მიმართულების მე-5  და მე-6 კურსის სტუდენტები, მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, მეცნიერ-თანამშრომლები.
ბონის საუნივერსიტეტო კლინიკის, პედიატრიის მიმართულების პროფ. დოქ. ემერიტუსი მიხაელ ლენტცე სტუდენტებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს კვლევითი ექსპოზეს წერის ტექნიკას გააცნობს. მიმოხილული იქნება გერმანიის კვლევით სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები.

ვორქშოპში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც გერმანულ - ასევე ინგლისურენოვან დაინტერესებულებს:
  • 12 მარტი (ვორქშოპი გერმანულ ენაზე);
  • 13 მარტი (ვორქშოპი ინგლისურ ენაზე).
ენის ცოდნა: B2 - დონე (ინგლისური ან გერმანული)

ვორქშოპი გაიმართება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (ბიბლიოთეკის ცისფერი დარბაზი) 12 და13 მარტს 09:00-18.00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ DAAD – ის თბილისის საინფორმაციო ცენტრს.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები