GE
ხელოვნების და იტალიურის მულტიდისციპლინარული კურსი
ღირებულება: 110 ლარი
„დანტეს“ ხელოვნების სკოლა აცხადებს მიღებას ახალი სასწავლო წლისათვის მულტიდისციპლინარულ კურსზე ,,Bottega Artistica“
 
კურსის  მიზანია:
  • ხელოვნებისა და სხვა დისციპლინათა სინთეზის მეშვეობით მოზარდის ესთეტიური,  ინტელექტუალური  აღზრდა ლიბერალური, და, რაც მთავარია, ბავშვის   გემოვნების სწორად ჩამოყალიბება .
კურსის ფარგლებში მოზარდი შეისწავლის შემდეგ დისციპლინებს:
  • ხატვა-ფერწერა, კომპოზიცია, გამოყენებითი ხელოვნება, დიზაინის ელემენტები, აბრეშუმის მოხატვა და სხვა;
  • ძერწვა-თიხაზე და პლასტელინზე მუშაობა, აპლიკაცია, დეკორატიული ფიგურების შექმნა;
  • ხელოვნების ისტორია, მითოლოგია;
  • იტალიური ენა - მეცადინეობები მიმდინარეობს სრულიად ლაღ და ბუნებრივ გარემოში (ინტერაქციის, თამაშების, სიმღერებისა და სხვა თანამედროვე მეთოდოლოგიების მეშვეობით).
მაღალკვალიფიციური პედაგოგები ჯგუფში ინდივიდუალურად მუშაობენ თქვენს შვილებთან. ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში პედაგოგები გამოავლენენ მათ პერსონალურ მიდრეკილებებს და მათ ნიჭს სწორ მიმართულებას აძლევენ.
 
სკოლის პროფესიონალთა გუნდი მუდმივად შეიმუშავებს  ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც მაქსიმალურად არის ბავშვებისა და მათი მშოლების ინტერესებზე  და,  ამავე დროს, ხარისხზე ორიენტირებული.
 
,,დანტეს“ ხელოვნების სკოლის მოსწავლეებისათვის წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ იმართება მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენები და ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები: ცნობილი მხატვრებისა და ხელოვანების მასტერკლასები, ქართველ და უცხოელ სტუმრებთან შეხვედრები, ლიტერატურული და თეატრალიზებული საღამოები, ექსკურსიები და  სხვა.
სკოლა ასევე ორგანიზებას უწევს საკვირაო, ზამთრისა და საზაფხულო სკოლებს, როგორც საქართველოში, ისე იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში.  
 
კურსი განკუთვნილია 4-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის
ჯგუფები დაყოფილია ასაკობრივი შკალის მიხედვით
მეცადინეობები მიმდინარეობს კვირაში 2 -ჯერ (შაბათ-კვირის ჩათვლით)
 
გაკვეთილის ხანგძლივობა 2-3 სთ
 
8 გაკვეთილი = 1 თვე
 
კურსის ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი!
 
გზა ევროპული განათლებისკენ, პროფესიონალიზმი, ხარისხი, სანდოობა
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები