GE
სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში
ედჯ ჰილის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო) „TBST“–თან (თბილისის ბიზნეს სკოლა) თანამშრომლობით აცხადებს მიღებას დისტანციური სწავლების სამაგისტრო პროგრამაზე ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA).

''TBST'' არის ბრიტანული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია ქალაქ ლონდონში. მისი ფილიალი განთავსებულია თბილისში, ''ევროპული სკოლის'' ბაზაზე.

ედჯ ჰილის უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წარმატებული, მაღალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტრადიციების მქონე უმაღლესი სასწავლებელია. იგი უკვე 125 წელია არსებობს. ამჟამად უნივერსიტეტში 24,000-მდე სტუდენტი იღებს განათლებას ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

დისტანციური სწავლების პროგრამა ძირითადად მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში. ეს აძლევს სტუდენტს საშუალებას ერთმანეთს შეუთავსოს სამსახური და სწავლა, გარდა ამისა, დაზოგოს სტუდენტის  სახსრები და დრო.

ედჯ ჰილის უნივერსიტეტის დისტანციური MBA პროგრამა აკრედიტებულია  ბრიტანული უნივერსიტეტის აკრედიტაციის სისტემის მიხედვით, რაც განაპირობებს  ამ პროგრამის ხარისხსა და საერთაშორისო აღიარებას.

სწავლების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სასწავლო პროგრამის ინტენსივობაზე. MBA პროგრამის სრული კურსის დამთავრება შესაძლებელია მინიმუმ 1 წლის (Full time) და მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში (Part time).  არჩევანი უნდა გააკეთოს მაგისტრანტმა.

დისტანციური სწავლების სამაგისტრო /ონლაინ პროგრამა  ხორციელედება Blackboard Virtual Learning Environment-ის საშუალებით. სტუდენტებს ადგილზე დახმარებას გაუწევს დისტანციური სწავლების კოორდინატორი.

VLE არის ონლაინ პლათფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დისტანციურ სწავლებას.
აღნიშნული პლათფორმა გაძლევთ საშუალებას:
  • გქონდეთ ხელმისაწვდომობა ლექციის ჩანაწერებთან, ელექტრონულ წიგნებთან და პრეზენტაციებთან (აუდიო და ვიდეო მასალის ჩათვლით);
  • დაუკავშირდეთ თქვენს პედაგოგებს, პროფესორებსა და თანაჯგუფელებს;
  • შეასრულოთ დავალებები;
  • გაიაროთ ტესტირება ონლაინ რეჟიმში.
ვის შეუძლია გაიაროს დისტანციული სწავლების სამაგისტრო პროგრამა?
დისტანციური სწავლების პროგრამაში  შესაძლებელია ჩაერთოს ნებისმიერი მსურველი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება (ბაკალავრი, მაგისტრი, დიპლომირებული სპეციალისტი), ფლობს ინგლისურ ენას და  გააჩნია 2 წლის სამუშაო გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV და განაცხადის ფორმა ელექტრონული ფოსტაზე:  mba@tbst.ge
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშრდით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა დისტანციური
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები