GE
ზოგადი ინგლისურის სასწავლო კურსი
საგანმანათლებლო ცენტრი ედუ-პლაზა აცხადებს მიღებას კურსზე ზოგადი ინგლისური (General English).
 
სასწავლო კურსი შედგება 7 დონისგან
 
დონის ხანგრძლივობა: 3.5 თვე;
სესიის ხანგრძლივობა:1:30 სთ;
სესიის რაოდენობა:10 სესია (თვეში)
 
საფასური:70 ლარი თვე. 6-11 წლამდე)
საფასური: 100 ლარი თვე (11-15 წლამდე)
საფასური: 120 ლარი თვე (15 წლიდან ზევით)
 
ზოგადი ინგლისურის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საკომუნიკაციო ენის შესწავლა და გაუმჯობესება. კურსი უზრუნველყოფს ოთხივე კომპეტენციის (წერა, კითხვა საუბარი, მოსმენა) თანაბრად ათვისებას. .
 
ზოგადი ინგლისური: 6 საფეხურისგან შედგებ: Elementary, Pre-Intermediate, Intermediate, Upper-Intermediate, Advanced and Post-Advanced;

ჩვენი პროგრამა შემუშავებულია და გაღრმავებულია მათთვის ვისაც სურს ინგლისური ენის საფუძვლიანად შესწავლა, რათა წარმატებით ჩააბაროს ყველა სახის საერთაშორისო გამოცდა შემდგომი განათლების მისაღებად ან საძღვარგარეთ სამუშაოს პოვნის მიზნით.

ედუ-პლაზას ჯგუფს აქვს შემუშავებული პროგრამა როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ბავშვებისთვის, სადაც გათვალისწინებულია მომხმარებლის მიზნები. სწავლების პროცესი დაფუძნებულია საერთაშორისო სწავლების მეთოდებზე.
სწავლა მიმდინარეობს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული უახლესი მეთოდებით, აუდიო-ვიზუალური მასალების გამოყენებით.
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
 
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები