GE
ბუღალტერთა მოსამზადებელი კურსი
ღირებულება: 810 ლარი
ედუჰაუსი გთავაზობთ ბუღალტერთა მომზადების 3-თვიან კურსს 26 იანვრიდან.
 
პროგრამა ითვალისწინებს ბუღალტერიის შესწავლას დამწყები საფეხურიდან. კურსი პრაქტიკულ ხასიათს ატარებს და გამდიდრებულია ამოცანებით, ქეისებითა და რეალური სამუშაო სიტუცაციების ანალიზური სწავლებით.
კურსი თქვენთვისაა, თუ:
  • გეგმავთ, იმუშაოთ ბუღალტრად და დამოუკიდებლად შეძლოთ ორგანიზაციის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სწორედ წარმართვა;
  • გქონიათ ბუღალტრის საქმიანობასთან გარკვეული პრაქტიკული შეხება, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი თეორიული ცოდნა და არ იცნობთ საერთაოშორისო სტანდარტებს;
  • გსურთ, უკეთ გაეცნოთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის რეგულაციებსა და მოთხოვნებს;
  • გსურთ უკეთ გაერკვეთ თქვენი ორგანიზაციის ბუღალტრული სამსახურის/ბუღალტრის საქნიანობაში და უკეთ შეძლოთ კონტროლი;
  • გქონდეთ კავშირი საქმის პროფესიონალებთან და მიიღოთ პრაქტიკული და სწორი კონსულტაცია;
კურსის განმავლობაში:
  • მიიღებთ სასწავლო მასალებს და კურსის განრიგს;
  • გაატარებთ შესვენებას მეგობრულ გარემოში ყავის შესვენებით;
  • მეგობრული ადმინისტრაციული და აკადემიური გუნდი დაგეხმარებათ კურსთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში;
კურსის დასრულების შემდგომ:
  • დარწმუნდებით, რომ ბუღალტერიის შესწავლა სავსებით რეალურია და მთავარი მონდომებაა;
  • გეცოდინებათ, თუ როგორ იმუშაოთ სწორად და კანონთან შესაბამისობაში;
  • მიიღებთ ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს ორ ენაზე (ქართულ-ინგლისურად)
  • გექნებათ მუდმივი კავშირი თქვენი ჯგუფის წევრებთან და ტრენერებთან, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მომავალშიც დაგეხმარებიან გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მხრივ.
  • ედუჰაუსის გუნდი გაგიწევთ რეკომენდაციას და შეეცდება თქვენს დახმარებას პროფესიული კუთხით.
  • გახდებით ედუჰაუსის კლუბის წევრი და სურვილისამებრ ჩართული იქნებით ედუჰაუსის შემეცნებით, გასართობ დ სოციალურ პროექტებში.
კურსის თემატიკა:
  • შესავალი: რას გულისხმობს ბუღალტრული აღრიცხვა;
  • ფინანსური ანგარიშგება;
  • ბუღალტრული  ბალანსი;
  • მოგებია-ზარალის  ანგარიშგება;
  • ბუღალტრული ანგარიშები და ორადი ჩაწერა;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვა;
  • მოკლევადიანი მოთხოვნების ბუღალტრული აღრიცხვა;
  • სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
  • სავაჭრო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგება;
  • სამრეწველო საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • არამატერიალური აქტივები;
  • მოკლევადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
  • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა შპს-ში;
  • მაკორექტირებელი გატარებები;
  • სააღრიცხვო ციკლის დასრულება. დამასრულებელი გატარებები;
  • დროებითი ანგარიშების განულების შემდგომი საცდელი ბალანსი;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიმოხილვა და ძირითადი ასპექტები.
კურსის ხანგრძლივობა: 68 საათი, საღამოს სათებში
კურსის დაწყების თარიღი: 26 იანვარი
 
კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია სამ ეტაპად.
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ედუჰაუსის ორენოვანი სერტიფიკატი.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები