GE
20%-იანი ფასდაკლება საბანკო საქმის კურსზე დასაქმების ხელშეწყობით
ღირებულება: 360 ლარი
მხოლოდ 15-დან 22 დეკემბრამდე! მხოლოდ Aris.ge - განათლების მკითხველთათვის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი გთავაზობთ 20%-იან ფასდაკლებას საბანკო საქმის თეორიულ და პრაქტიკულ კურსზე.
 
edu-პრომო აქციის ფარგლებში თქვენთვის კურსის ღირებულება იქნება 360 ლარი 450 ლარის ნაცვლად!
 
ფასდაკლების მისაღებად უნდა შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული კურსი - საოპერაციო პროგრამა - ALTA software (B2000, L2007) დასაქმების მსურველებისთვის!
 
გთავაზობთ სპეციალური სწავლების კურსს საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორის სავალდებულო მოთხოვნების შესაბამისად:
  • ფულადი ნიშნების ექსპერტიზა (ლარი + 10 უცხოური ვალუტის შესწავლა)
  • Alta Software (B2000, L2007)
  • საბანკო ტესტური დავალებები (მათემატიკური, ვერბალური, IQ ტესტები)
  • CV, სამოტივაციო წერილის შედგენა და გაგზავნა ყველა სასურველ, ვაკანტურ პოზიციაზე
  • მომზადება გასაუბრებისთვის (ჯგუფური, ინდივიდუალური, ქეისების განხილვა)
გსურთ დასაქმდეთ საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში?
მაშინ შემოგვიერთდით, ეს ტრენინგი თქვენთვისაა!

ვითვალისწინებთ, რა საბანკო სექტორის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში მითითებულ მოთხოვნებს, რომ  ALTA  (B2000, L2007) და ფულადი ნიშნების ექსპერტიზის ცოდნა ჩაითვლება სამსახურის მაძიებელთათვის უპირატესობად,
 
საქართველოში მხოლოდ ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრში მოგამზადებთ პროფესიონალურ დონეზე: თეორია + პრაქტიკა დასაქმების ხელშეწყობით სასურველ საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში
 
ჩვენი დასაქმებულების რიცხვმა უკვე 85 გადააჭარბა და კიდევ ველოდებით ჩვენი მსმენელების დასაქმებას, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ყველა შესარჩევი ეტაპი.
ენდეთ ჩვენს გამოცდილებას და პროფესიონალიზმს, იყავი მორიგი წარმატებული დასაქმებული!
 
სასწავლო კურსი გათვლილია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი აქვს დასაქმდეს ან გაიუმჯობესოს არსებული პოზიცია საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში

ტრენინგი მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს და სწორედ ეს არის ჩვენი ცენტრის უპირატესობა, რაც ცოდნას ეფექტურს  ხდის და კარიერის დაწყებას საბანკო სექტორში 100% გიადვილებთ

Alta Software (B2000, L2007) არის საბანკო კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც სარგებლობენ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
შეგასწავლით ყველა იმ  ოპერაციას,რომელსაც ასრულებს ბანკის ნებისმიერი თანამშრომელი
 
ტრენინგის თემატიკა:
  • ინფორმაცია ბანკის კლიენტებისა და არაკლიენტების ცნობარის შესახებ
  • ფიზიკური პირის რეგისტრაცია
  • იურიდიული პირის რეგისტრაცია (რეზიდენტი, ინსაიდერი, VIP)
  • ანგარიშის გახსნა, გზავნილებისა და გადარიცხვების განხორციელება
მიმდინარე
VISA ELECTRON
VISA CLASSIC
VISA GOLD
VISA BUSINESS
  • სალაროს ოპერაციები:
შემოსავლის და გასავლის ორდერი
ანგარიშზე ბრუნვებისა და ამონაწერის მიღება
კონვერტაციები სალაროში
ეროვნული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა
  • საგადახდო დავალებები:
ხელფასის დარიცხვა,  გადარიცხვები (ბანკთაშორის, სახაზინო)
  • საანაბრე პროდუქტების შექმნა:
ჯგუფური და ჯგუფის გარეშე;
მოთხოვნამდე, შემნახველი, ვადიანი, ზრდადი
  • სესხის რეგისტრაცია:
სესხის გაფორმების პროცედურა
სასესხო პროდუქტების შექმნა (ავტოსესხი, სამომხმარებლო, ბიზნეს სესხი, განვადება, ოვერდრაფტი,   იპოთეკა, გარანტია, სტუდენტური სესხი)
  • ინკასო/ყადაღის ოპერაციები
  • ფულადი ნიშნების ექსპერტიზა
  1. ქართული ლარი
  2. აშშ დოლარი
  3. ევრო
  4. ფუნტი სტერლინგი(ინგლისი)
  5. შვეიცარული ფრანკი
  6. იაპონური იენი
  7. იუანი(ჩინეთი)
  8. თურქული ლირა
  9. რუსული რუბლი
  10. აზერბაიჯანული მანათი
  11. სომხური დრამი
  12. ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოების წესები
  13. ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მიღება და გაცემა
  14. ფულადი ნიშნების ვარგისიანობის განსაზღვრა
  15. ბანკნოტებისა და მონეტების ფორმირებისა და შეფუთვის წესები
  16. ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკასირება
  17. ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შენახვა
პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად მსმენელი შეისწავლის: საბანკო უნარ-ჩვევების, ეთიკის, გასაუბრების ზოგად პრინციპებს. შეგასწავლით იმ ტესტურ დავალებებს, რაც მოეთხოვებათ ბანკში დასაქმების მსურველებს მოგიმზადებთ რეზიუმეს (CV), სამოტივაციო წერილს, ქეისებს.

დასრულების შემდგომ თქვენ შეგეძლებათ დასაქმდეთ შემდეგ პოზიციებზე:
  • მოლარე
  • მოლარე-ოპერატორი
  • განვადების მენეჯერი
  • საცალო გაყიდვების მენეჯერი
  • სესხის ადმინისტრატორი
  • საკრედიტო ექსპერტი
  • კლიენტთა მომსახურე მენეჯერი
  • გაყიდვების ასისტენტი
  • ბექ-ოფისის მენეჯერი
  • კონსულტანტი
  • ქოლ-ცენტრის ოპერატორი
  • გადახდის აპარატების სატელეფონო ოპერატორი
  • კლიენტთა მრჩეველი
 (ჩვენი ცენტრის მიერ დასაქმებულების უმრავლესობა საქართველოს ბანკის, თიბისი, ვითიბი, ბაზის ბანკის, პროკრედიტ ბანკის, კორ სტანდარტ ბანკის, ბანკი რესპუბლიკის, ლიბერთისა და სხვა წამყვანი ბანკების თანამშრომლები არიან, შეუერთდით მათ რიგებს).

სწავლის ხანგრძლივობა: თვენახევარი, კვირაში სამჯერ, ან ოთხჯერ მსმენელთა სურვილის გათვალისწინებით
შესაძლებელია დაჩქარებული მეთოდით ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ერთი ლექციის ხანგრძლივობა 2 სთ

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ საერთაშორისო დონის 1+1 ორენოვან სერთიფიკატს, რომელიც წარმატებით აღიარეს ევროპის ქვეყნებში.
  1. საბანკო კომპიუტერული პროგრამის ALTA software (B2000,L2007) ორენოვან სერთიფიკატს
  2. ფულადი ნიშნების ექსპერტიზის (ლარი+10უცხოური  ვალუტა) ორენოვან სერთიფიკატს
  3. სარეკომენდაციო წერილს საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად
ცენტრს ხელმძღვანელობს:
ეკონომიკისა და მენეჯმენტრის ცენტრის დირექტორი,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი,ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
ინგა ფრანგიშვილი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები