GE
ბუღალტრული აღრიცხვის სრული კურსი + პროგრამა ORIS
ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი გთავაზობთ ბუღალტრული აღრიცხვის სრულ კურსს საერთაშორისო სტანდარტებით + პროგრამა ORIS
 
კურსი ითვალისწინებს ყველა იმ მიმართულების კომპლექსურ შესწავლას, რომელიც საჭიროა ბუღალტრული საქმიანობის შესასრულებლად.
 
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით და პერსონალური კომპიუტერით.
 
კურსის მსვლელობისას ყურადღება ეთმობა საბუღალტრო და საგადასახადო საბუთების პრაქტიკულ შესრულებას საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით.
 
თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლასთან ერთად კურსდამთავრებულები შეძლებენ:
  • საწარმოს ბუღალტრული ოპერაციების გატარებას;
  • ინფორმაციის დამუშავებას;
  • საბიუჯეტო გადასახადების ადმინისტრირებას;
  • ბუღალტრული ანგარიშგების წლიური ფორმების(დეკლარაციების) შევსებასა და წარდგენას საგადასახადო ორგანოებში;
თეორიული კურსის თემატიკა:
  • ბუღალტრული აღრიცხვა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები;
  • ბუღალტრული აღრიცხვის სახეები;
  • რეგისტრაციის ჟურნალი და საცდელი ბალანსი;
  • ლიკვიდურობა;
  • საწარმოს ფინანსური მდგომარეობა და მისი ცვლილებების აღრიცხვა;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
  • წარმოების პროცესის აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, იჯარის აღრიცხვა;
  • საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების ცვეთა;
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
  • ინვესტიციების აღრიცხვა;
  • მოგება-ზარალის ანგარიშგება;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადის აღრიცხვა;
  • საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია;
  • მოგების გადასახადის დეკლარაცია;
  • ვალდებულებების აღრიცხვა და შედარებების ჩატარება;
  • საბუღალტრო რეგისტრაციის ფორმირება;
  • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა;
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • შემაჯამებელი ამოცანები.
პრაქტიკული კურსის (ORIS) თემატიკა:
  • პროგრამის ინსტალაცია და მუშაობის დაწყება;
  • ანგარიშთა გეგმა;
  • ქვეანგარიშების შექმნის პრინციპები;
  • ბანკის სახეობის ანგარიშების გახსნა;
  • სასტარტო ნაშთების შეტანა;
  • საბუღალტრო გატარებები;
  • თანამშრომლის სახეობის ანგარიშები;
  • სასაქონლო ანგარიშები;
  • ორგანიზაციის სახეობის ანგარიშები;
  • პირველადი დოკუმენტები;
  • ანგარიშთა სახეობების გამოყენება;
  • ძირითადი საშუალებები;
  • ხელფასი, ხელფასის გადაკეთება;
  • პროექტები, სამეურნეო ოპერაციები, სამეურნეო ოპერაციების გადაკეთება და აწყობა;
  • ვალუტა, საბოლოო ფორმები, გატარებითი ფანჯრის დამატებითი ღილაკები;
  • მონაცემთა ასლების აღება და აღდგენა, სისტემის მომხმარებლები, პაროლები,  ჩანაწერების წაშლა;
  • სისტემის პარამეტრები, ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა.
კურსის ხანგრძლივობა თვენახევარი,  კვირაში 3 ლექცია.
ლექციის ხანგრძლივობა 1.30 სთ, სულ 27 საათი.
ჯგუფში 3-4 მსმენელი
 
სწავლის საფასური: 300 ლარი.
 
მეცადინეობას უძღვებიან კვალიფიციური, მოქმედი თეორიტიკოსი და პრაქტიკოსი ბუღალტრები.
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორი ორენოვანი სერტიფიკატი:
  • ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტებით შესწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • (ORIS)-ის პროგრამის  დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები