GE
საატესტატო, სააბიტურიენტო და სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი
საატესტატო და სააბიტურიენტო მსმენელთა საყურადღებოდ!
 
ვისაც სურს დაფინანსების მოპოვება, გარანტირებული მაღალი ქულები, ჩარიცხვა უფასო ფაკულტეტებზე ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი გთავაზობთ საფუძვლიან მომზადებას ნებისმიერ სასწავლო დისციპლინაში.
 
თქვენი სურვილების გათვალისწინებით გავაკეთებთ განაცხადს naec.ge-ზე და ავირჩევთ სასურველ უნივერსიტეტსა და პროფესიას.
 
ცენტრი დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიციური კადრებით, აკადემიური დოქტორებით, სერთიფიცირებული პედაგოგებით.
 
სწავლის დაწყებამდე ტარდება ტესტირება, რომლის მიზანია დაიგეგმოს სასწავლო კურსი მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით
 
ჩვენმა მსმენელებმა წარმატებით ჩააბარეს საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდები, მოიპოვეს როგორც  სახელმწიფო დაფინანსება,აგრეთვე უფასოდ სწავლის უფლება.
 
იხ. ჩვენი გვერდი ფეისბუქზე "ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი" – ალბომი "ჩვენ წარმატებით ჩავაბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები".
 
თითოეულ საგანში ტარდება ტესტირება, რომელიც სრულად შეესაბამება ეროვნული ცენტრის მიერ გამოცდებისთვის დადგენილ სტანდარტებს.
ჩვენ მხოლოდ წარმატებაზე ვართ ორიენტირებულნი, გაძლევთ საუკეთესო შედეგის გარანტიას!
 
ენდეთ ჩვენს გამოცდილებას და პროფესიონალიზმს, იყავი შემდეგი წარმატებული მსმენელი-საატესტატო, სააბიტურიენტო და სამაგისტრო გამოცდებზე!
 
მეცადინეობები ჩატარდება:
  • საატესტატო მე-11, მე-12 კლასელებისთვის
  • აბიტურიენტებისთვის
  • სამაგისტრო გამოცდებისთვის
  • გრანტის გაუმჯობესებისთვის
  • აგრეთვე ვამზადებთ ნებისმიერი კლასის მოსწავლეს
საატესტატო კურსი:
  • კვირაში ორჯერ, ერთი მეცადინეობის ხანგრძლივობა ერთი საათი, ღირებულება 50 ლარი, ჯგუფში 3-5 მსმენელი.
  • ორი ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში თითოეული საგნის ღირებულება - 40 ლარი.
აბიტურიენტებისთვის :
  • კვირაში ორჯერ, ერთი მეცადინეობის ხანგრძლივობა საათნახევარი, ღირებულება 90 ლარი, ჯგუფში 3-4 მსმენელი.
  • ორი ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში თითოეული საგნის ღირებულება - 80 ლარი.
სამაგისტრო გამოცდების მოსამზადებელი სრული კურსის ღირებულებაა - 150 ლარი.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები