GE
საბანკო საქმის კურსი დასაქმების ხელშეწყობით
ღირებულება: 490 ლარი
ჩვენ უკვე 144 დასაქმებული გვყავს
 
ვინაიდან დიდია სურვილი და ინტერესი ჩვენს ცენტრში შეისწავლონ საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული კურსი დასაქმების ხელშეწყობით, გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს საზაფხულო ვაკანისიებისთვის საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია.
 
ძალიან მოკლედ გიამბობთ ჩვენი კურსის შესახებ, თუ როგორ საქმდებიან ასე სწრაფად და მარტივად ჩვენი ცენტრის კურსდამთავრებულები:
 
ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრის ჩამოყალიბების მთავარი მიზანი და ამოცანა იყო - კვალიფიციური კადრების გადამზადებით დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა ქვეყანაში. თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიზანიც და ამოცანაც შევასრულეთ, უმოკლეს დროში შევძელით, ის რომ დღეს ჩვენი გადამზადებული 144 ახალგაზრდა წარმატებით მუშაობს საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში,
იხ. ალბომი: ,,ჩვენი დასაქმებული მსმენელები” ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრის ფეისბუქგვერდზე.

ტრენინგი მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს და სწორედ ეს არის ჩვენი ცენტრის უპირატესობა, რაც ცოდნას ეფექტურს ხდის და კარიერის დაწყებას 100% გიადვილებთ.

Alta Software (B2000, L2007) არის საბანკო კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც სარგებლობენ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ვასწავლით ყველა იმ  ოპერაციას, რომელსაც ასრულებს ბანკის ნებისმიერი თანამშრომელი
 
ტრენინგის თემატიკა:
  • ინფორმაცია ბანკის კლიენტებისა და არაკლიენტების ცნობარის შესახებ
  • ფიზიკური პირის რეგისტრაცია
  • იურიდიული პირის რეგისტრაცია (რეზიდენტი, ინსაიდერი, VIP)
  • ანგარიშის გახსნა, გზავნილებისა და გადარიცხვების განხორციელება
მიმდინარე
VISA ELECTRON
VISA CLASSIC
VISA GOLD
VISA BUSINESS
  • სალაროს ოპერაციები:
შემოსავლის და გასავლის ორდერი
ანგარიშზე ბრუნვებისა და ამონაწერის მიღება
კონვერტაციები სალაროში
ეროვნული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა
  • საგადახდო დავალებები:
ხელფასის დარიცხვა, გადარიცხვები (ბანკთაშორის, სახაზინო)
  • საანაბრე პროდუქტების შექმნა:
ჯგუფური და ჯგუფის გარეშე;
მოთხოვნამდე, შემნახველი, ვადიანი, ზრდადი
  • სესხის რეგისტრაცია:
სესხის გაფორმების პროცედურა
სასესხო პროდუქტების შექმნა (ავტოსესხი, სამომხმარებლო, ბიზნეს სესხი, განვადება, ოვერდრაფტი, იპოთეკა, გარანტია, სტუდენტური სესხი)
  • ინკასო/ყადაღის ოპერაციები
     
ფულადი ნიშნების ექსპერტიზა
  • GE ქართული ლარი
  • USD -დოლარი
  • EUR- ევრო
  • GBP - სტერლინგი
  • CHF -შვეიცარული ფრანკი
  • JPY-იაპონური იენი
  • CNY-იუანი(ჩინეთი)
  • TRY -თურქული ლირა
  • RUB -რუსული რუბლი
  • AZN-აზერბაიჯანული მანათი
  • AMD-სომხური დრამი 
  • ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოების წესები
  • ფულადი ნიშნების ვარგისიანობის განსაზღვრა
  • ბანკნოტებისა და მონეტების ფორმირებისა და შეფუთვის წესები
  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკასირება
  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შენახვა
პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად მსმენელი ეუფლება:
  • საბანკო უნარ-ჩვევების, ეთიკის, გასაუბრების ზოგად პრინციპებს
  • იმ ტესტურ დავალებებს, რაც მოეთხოვებათ ბანკში დასაქმების მსურველებს
  • ვწერთ  რეზიუმეს (CV), სამოტივაციო წერილს, ქეისებს.
ჩვენი კურსდამთავრებულები საქმდებიან შემდეგ პოზიციებზე:
  • მოლარე
  • მოლარე - ოპერატორი
  • განვადების მენეჯერი
  • საცალო გაყიდვების მენეჯერი
  • სესხის ადმინისტრატორი
  • საკრედიტო ექსპერტი
  • კლიენტთა მომსახურე მენეჯერი
  • გაყიდვების ასისტენტი
  • ბექ-ოფისის მენეჯერი
  • გაყიდვების კონსულტანტი
  • ქოლ-ცენტრის ოპერატორი
  • გადახდის აპარატების სატელეფონო ოპერატორი
  • კლიენტთა მრჩეველი
დასაქმებულების უმრავლესობა საქართველოს ბანკის, თიბისის , ვითიბის , ბაზის ბანკის, პროკრედიტ ბანკის, კორ სტანდარტ ბანკის, ბანკი რესპუბლიკის, ლიბერთისა და სხვა წამყვანი ბანკების თანამშრომლები არიან.
სწავლის ხანგრძლივობა: თვენახევარი, კვირაში სამჯერ, ან ოთხჯერ მსმენელთა სურვილის გათვალისწინებით
შესაძლებელია დაჩქარებული მეთოდით, ერთი ლექციის ხანგრძლივობა 1:30 სთ

კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის 1+1 ორენოვან სერთიფიკატი, რომელიც წარმატებით აღიარეს ევროპის ქვეყნებში.
  1. საბანკო კომპიუტერული პროგრამის ALTA software (B2000,L2007) ორენოვანი სერთიფიკატი
  2. ფულადი ნიშნების ექსპერტიზის (ლარი+10უცხოური  ვალუტა) ორენოვანი სერთიფიკატი
  3. სარეკომენდაციო წერილი საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად
ტრენინგს ხელმძღვანელობს: ეკონომიკისა და მენეჯმენტრის ცენტრის დირექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი ინგა ფრანგიშვილი.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები