GE
საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული კურსი დასაქმებით
ღირებულება: 400 ლარი
ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი გთავაზობთ საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული კურსს დასაქმებით
 
ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი გთავაზობთ საგაზაფხულო ვაკანსიებისთვის პროფესიულ დონეზე მომზადებისა და დასაქმების უნიკალურ შანსს, ვისაც სურს დასაქმდეს საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში შემდეგ პოზიციებზე:
  • მოლარე
  • მოლარე-ოპერატორი
  • განვადების მენეჯერი
  • საკრედიტო ოფიცერი
  • კლიენტთა მომსახურე მენეჯერი
  • კონსულტანტი
  • გაყიდვების მენეჯერი
  • კლიენტთა მრჩეველი
  • საკრედიტო ადმინისტრატორი
  • კრედიტ ოფიცერი.
ენდეთ ჩვენს გამოცდილებას და პროფესიონალიზმს. იყავი მორიგი წარმატებული დასაქმებული!
 
ჩვენი ცენტრის მიერ დასაქმებულები იხილეთ: Facebook - "ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი", იხ. ალბომი " ჩვენი დასაქმებული მსმენელები" - https://www.facebook.com/traningi

ტრენინგი გათვლილია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანებისთვის, ვისაც აქვს სურვილი დასაქმდეს საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში ან გაიუმჯობესოს არსებული პოზიცია საბანკო სექტორში. ტრენინგი მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს და სწორედ ეს არის ჩენი ცენტრის უპირატესობა, რაც ცოდნას ეფექტურს ხდის და კარიერის დაწყებას საბანკო სექტორში 99% გიადვილებთ.

ვითვალისწინებთ საბანკო სექტორის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში მითითებულ მოთხოვნებს: ALTA (ბანკი 2000, L2007) და ფულადი ნიშნების ვარგისიანობის განსაზღვრის ცოდნა ჩაითვლება სამსახურის მაძიებელთათვის უპირატესობად. Alta software არის საბანკო კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც სარგებლობენ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

შეგასწავლით ყველა იმ საბანკო ოპერაციას, რომელსაც ასრულებს ბანკის ნებისმიერი თანამშრომელი.

კურსი მოიცავს:
  • საბანკო კომპიუტერული პროგრამა Alta Software (B2000, L2007)
  • ფიზიკური და იურიდიული პირების რეგისტრაცია (რეზიდენტი, ინსაიდერი, VIP)
  • ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშის გახსნა
  • ანგარიშზე ბრუნვებისა და ამონაწერის მიღება
  • სალაროს ოპერაციები (შემოსავლის და გასავლის ორდერები)
  • საგადახდო დავალებები
  • მემორიალური ორდერები
  • ვალუტის ყიდვა-გაყიდვა
  • კონვერტაციები სალაროში
  • სესხის გაფორმების პროცედურა
  • სასესხო პროდუქტების შექმნა
  • საანაბრე პროდუქტის შექმნა
  • სავალუტო საგადახდო დავალებები
  • ინკასო /ყადაღის ოპერაციები
  • ფულადი ნიშნების ექსპერტიზა (ლარი, აშშ დოლარი, ევრო)
  • ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოების წესები
  • ფულადი ნიშნების ვარგისიანობის განსაზღვრა
  • ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების შესწავლა
  • საბანკო პროდუქტები, ეფექტური მომსახურებისა და სერვის + სტანდარტი
  • საქართველოს საბანკო სისტემა, კანონმდებლობა, საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესები
  • პრობლემური სესხები, ფიზიკური და იურიდიული პირების საბანკო მომსახურება
  • საბანკო ტესტური დავალებები (მათემატიკური, ვერბალური და IQ ტესტები)
პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად მსმენელი შეისწავლის:

საბანკო უნარ-ჩვევების, ეთიკის, გასაუბრების ზოგად პრინციპებს. შეგასწავლით იმ ტესტურ დავალებებს, რაც მოეთხოვებათ ბანკში დასაქმების მსურველებს. მოგიმზადებთ რეზიუმეებს (CV), სამოტივაციო წერილსა და ქეისებს.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ წარმატებით დაიკავებთ ნებისმიერ ვაკანტურ ადგილს სასურველ ბანკში. ჩვენი ცენტრის მიერ დასაქმებულების უმრავლესობა საქართველოს ბანკის, თიბისი, ვითიბი, ბანკი რესპუბლიკის, ლიბერთისა და სხვა წამყვანი ბანკების თანამშრომლები არიან, შეუერთდით მათ რიგებს.

სწავლის ხანგრძლივობა: 6 კვირა, კვირაში სამჯერ (შესაძლებელია დაჩქარებული მეთოდით ყოველდღე, ერთი ლექციის ხანგრძლივობა 2-3 საათი).

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ:
  • უკვე საერთაშორისო დონის ორ ორენოვან სერთიფიკატს, რომელიც წარმატებით აღიარეს ევროპის ქვეყნებში.
  • საბანკო კომპიუტერული პროგრამის Alta Software (B2000, L2007) ორენოვან სერთიფიკატს
  • ყალბი ფულის პრევენციის ორენოვან სერთიფიკატს
  • სარეკომენდაციო წერილს საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად
სრული კურსის ღირებულება: პირველ მარტამდე 400 ლარი
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები