GE
ტრენინგი საბანკო კომპიუტერულ პროგრამა Alta software (B2000, L2007)
ღირებულება: 200 ლარი
იჩქარეთ, ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი გთავაზობთ დასაქმების უნიკალურ შანსს.
 
ვითვალისწინებთ, რა იმ მოთხოვნებს, რომელიც მითითებულია ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებში, ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი გთავაზობთ ტრენინგების კურსს საბანკო საქმეში.
 
დარეგისტრირდით და შეისწავლეთ საბანკო კომპიუტერული პროგრამა Alta software (B2000, L2007)!
ტრენინგის მიზანია ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საკრედიტო დაწესებულებებში დასაქმების ხელშეწყობა.
 
Alta software - არის საბანკო კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც დღეს სარგებლობენ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები:
  • საქართველოს ეროვნული ბანკი
  • სს ბანკი "რესპუბლიკა"
  • სს "თიბისი ბანკი"
  • სს "ბანკი ქართუ"
  • სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია"
  • სს "კორ სტანდარტ ბანკი"
  • სს კომერციული ბანკი "ბაზისბანკი"
  • სს "პროგრეს ბანკი"
  • სს "ბანკი კონსტანტა"
  • სს "პროკრედიტ ბანკი"
  • სს "კავკასიის განვითარების ბანკის" თბილისის ფილიალი
  • თ.რ. სს "ზირაათ ბანკის" თბილისის ფილიალი
  • სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო"
  • სს "ინვესტბანკი"
  • სს "ბითიეი ბანკი"
  • სს “პრივატბანკი"
  • ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო
  • თბბ
  • ფინკა ბანკი
შეგასწავლით ყველა საბანკო ოპერაციას,რომელსაც ასრულებენ ბანკის თანამშრომლები.
 
ტრენინგის თემატიკა:
  1. ინფორმაცია ბანკის კლიენტებისა და არაკლიენტების ცნობარის შესახებ: ფიზიკური და იურიდიული პირების რეგისტრაცია.
  2. ბანკის კლიენტები: ფიზიკური  პირების ანგარიშის გახსნა და მართვა; იურიდიული პირების ანგარიშის გახსნა და მართვა.
  3. პირადი ანგარიშების გახსნა: სხვადასხვა ტიპის ანგარიშები (სადებეტო , საკრედიტო, სახელფასო, მიმდინარე, საბარათე).
  4. ანაბრები: ჯგუფური და ჯგუფის გარეშე; მოთხოვნამდე, შემნახველი, ვადიანი, ზრდადი;
  5. ბლოკები ანგარიშებზე: ანგარიშზე თანხის დაბლოკვა.
  6. ინკასო/ყადაღა: ინკასო/ყადაღის ოპერაციები.
  7. საგადახდო დავალებები: ხელფასის დარიცხვა;  გადარიცხვები (სხვადასხვა);  ბანკთაშორის გადარიცხვები;  სალაროს  ჩეკები და მათი მართვა; კონვერტაციები სალაროში;  სალაროს შემოსავლის  და გასავლის  ორდერი.
  8. სესხის რეგისტრაცია: სესხის გაფორმების პროცედურა; სასესხო პროდუქტების შექმნა (ავტოსესხი, სამომხმარებლო, ბიზნეს სესხი, განვადება, ოვერდრაფტი,   იპოთეკა, გარანტია, სტუდენტური სესხი).
  9. საბანკო უნარ-ჩვევების, ეთიკის, გასაუბრების ზოგად პრინციპები.
  10. საბანკო უნარ-ჩვევების ტესტირება და გარჩევა.
  11. რეზიუმეების (CV), სამოტივაციო წერილის შედგენა და ქეისების მომზადება.
  12. შემაჯამებელი სამუშაო
კურსის დასრულების შემდგომ თქვენ შეგეძლებათ ბანკში დასაქმდეთ შემდეგ პოზიციებზე:
  • მოლარე;
  • მოლარე - ოპერატორი;
  • განვადების მენეჯერი;
  • საკრედიტო ოფიცერი;
  • კლიენტთა მომსახურე მენეჯერი;
  • კონსულტანტი;
  • გაყიდვების მენეჯერი;
  • კლიენტთა მრჩეველი;
ტრენინგი განკუთვნილია, როგორც საბანკო-საფინანსო სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე იმ კურსდამთავრებულთათვის, რომელთაც არ აქვთ საბანკო ან ეკონომიკური პროფილის განათლება.
 
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ:
 
საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA software(B2000,L2007) -ის დაუფლების ორენოვან სერთიფიკატს და სარეკომენდაციო წერილს საბანკო, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად.
 
სწავლის ხანგრძლივობა: ერთი თვე, კვირაში სამჯერ ( 24 საათი)
ტრენინგის ღირებულებაში შედის სასწავლო მასალა და სერტიფიკატი.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები