GE
პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი თეორიის და პროგრამა ORIS-ის შესწავლით
ღირებულება: 350 ლარი
შპს ელ აუდიტი გიწვევთ პრაქტიკული ბუღალტერიის კურსზე + თეორიული მასალა + საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის შესწავლა საჩუქრად.
 
წარმატებული სტუდენტები ელ აუდიტში გაივლიან 1,5 თვიან სტაჟირებას.
 
კურსს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური მოქმედი სპეციალისტები, რომლებიც გაგიზიარებენ თავიანთ მრავალწლიან გამოცდილებას.
 
ჯგუფში მსენელთა მაქსიმალური რაოდენობაა: 4 მსმენელი.
მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო პროგრამა.
 
ტრენინგი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, როგორც დამწყები, ასევე მოქმედი ბუღალტრებისთვის, რომელთაც სურთ შეისწავლონ და გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის ცოდნა.
 
აღნიშნული კურსი მოიცავს:
  • ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით;
  • კომპიუტერული ბუღალტრული პროგრამა - ORIS -ის შესწავლა;
  • პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი;
ყველა ლექცია მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ ამოცანებს, ხოლო ლექციის დასრულებისას კითხვა-პასუხის რეჟიმში თქვენ შეგეძლებათ სრულყოფილი, ამომწურავი კონსულტაცია გაიაროთ თქვენთვის სასურველ საკითხებზე.
 
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან ტესტირებას, შესაბამისი ქულის მიღების შემდეგ კი გადაეცემათ ორენოვანი ქართულ-ინგლისური სერთიფიკატი.
  • კურსის ხანგრძლივობა: 25 საათი;
  • ლექციის ხანგრძლივობა: 1,5 საათი;
  • ლექციები გაიმართება კვირაში ორჯერ: სამშაბათი 19:00/ ხუთშაბთი 19:00;
  • კურსის ღირებულება 350 ლარი. (ჯგუფური);
  • კურსის ღირებულება 600 ლარი (ინდივიდუალური).
შეგახსენებთ რომ თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.
კორპორატიულ კლიენტებზე მოქმედებს ინდივიდუალური ფასდაკლება!
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები