კლასიკური კოსმეტოლოგიის 2-თვიანი ინტენსიური სასერტიფიკატო კურსი!
კლასიკური კოსმეტოლოგიის 2-თვიანი სასერტიფიკატო კურსი მოიცავს ინტენსიურ პრაქტიკულ გამოცდილებას და თეორიულ ცოდნას:
- კოსმეტოლოგიის, როგორც დარგის, განვითარების მოკლე ისტორია, კაბინეტის აღჭურვილობა, ნორმატივები;
- ჰიგიენური ნორმის დაცვა კოსმეტოლოგიური მომსახურეობის დროს (ასეპტიკა-ანტისეპტიკა), სტერილიზაცია, დეზინფექცია;
- კანის ანატომია, ჰისტოლოგია, ენდოკრინოლოგია. სახის კანის ტიპები, გამოკვლევის მეთოდები. (ვუდის ნათურა);
- ანამნეზის განმარტება, შედგენა, გამოყენება;
- კანის სეზონური და სადღეღამისო მოვლა;
- სახის კანის ასაკობრივი ცვლილებები;
- სახის კანის კლასიკური მასაჟი, ჟაკეს მასაჟი, ლიფტინგ მასაჟი, საკორექციო მასაჟი, ჩვენება, უკუჩვენება, ვაკუუმ მასაჟი;
- სახის კანის PH და მეტაბოლიზმი;
- სახის კანის კვება-დატენიანება: პარაფინოთერაპია, ალგინატორული ნიღბების აპლიკაცია, დამატენიანებელი კრემები;
- სახის კანის სპა პროცედურები: არომათერაპია ცხელი პირსახოცით;
- სახის კანის პათოლოგიები: აკნე, როზაცეა, სებორეა, პირველადი ელემენტები, მეორეული ელემენტები, ჰიპერპიგმენტაცია, ჰირსუტიზმი, პაპილომა მეჭეჭები;
- სახის კანის დიაგნოსტიკა თანამედროვე მეთოდებით;
- სახის კანის ზედაპირული წმენდა. ეტაპები. ჩვენება;
- სახის კანის ღრმა წმენდა ინსტრუმენტით, მანუალური წმენდა და ულტრაბგერითი წმენდა;
- სახის კანის პილინგი: ქიმიური (სახეობები და გამოყენების თავისებურებები), აპარატურული, მექანიკური , ექსფოლიაციური პილინგი;
- აპარატურული კოსმეტოლოგია: ულტრაბგერითი წმენდა, ვაპორიზაცია სპრეით, დარსონვალიზაცია, ფონოფორეზი, ბრაშინგი;
- Anti Age გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. ლიფტინგ კრემები და მათი გამოყენების მეთოდები;
- Spf-ფაქტორი ( განსაზღვრა კანის ტიპის მიხედვით);
- ლაზერული ეპილაცია;
- წამწამების ღეროვანი დაგრძელება.
სწავლების დროს თითოეული სტუდენტი უზრუნველყოფილია ცოცხალი მოდელებით-პაციენტებით, სახარჯო მასალით.
კურსის საფასური: 2300 ლარი
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დასწრებით