GE
სრული და არასრული კოსმეტოლოგიის სერტიფიცირებული კურსები
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "კლინიკა ვაკეში" გთავაზობთ სრული და არასრული კოსმეტოლოგიის სერთიფიცირებულ კურსებს. ასევე გთავაზობთ კოსმეტოლოგის თანაშემწის სერთიფიცირებულ კურსებს, მათთვის ვინც უკვე მიიღო სრული ან არასრული საშუალო განათლება.

კურსდამთავრებულებს ექნებათ საშუალება გაიარონ სტაჟირება კლინიკაში.

სრული კურსის ხანგრძლივობა არის ორთვე-ნახევარი და ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეები, მაღალკვალიფიციური კოსმეტოლოგებისა და პროფესორ მასწავლებლების მიერ შეისწავლიან:
  • კანის ანატომიას და ფიზიოლოგიას,
  • აპარატურულ კოსმეტოლოგიას,
  • სახის წმენდას,
  • პარაფინო თერაპიას,
  • ბიო, ელექტრო და ლაზერული ეპილაციას,
  • კანის მოვლას,
  • მეზო თერაპიას,
  • ფილერებს,
  • პლაზმო ლიფტინგს,
  • კონტურულ პლასტიკას,
  • პერმანენტულ მაკიაჟს პრაქტიკითა და თეორიით.
არასრული კოსმეტოლოგიის სერთიფიცირებული კურსის ხანგრძლივობა არის ერთი თვე და ამ პერიოდში მოსწავლეები შეისწავლიან
  • ზოგადად კლასიკურ კოსმეტოლოგიას და აპარატურულ კოსმეტოლოგიას.
შესაბამისად, გაიცემა სერთიფიკატიც.

კლინიკა უზრუნველყოფს წარჩინებული მოსწავლეების ხელშეწყობას დასაქმებაში.


ღია კარის დღე გაიმართება ამა წლის 16 სექტემბერს 12:00 სთ-ზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები