GE
1C ბუღალტერიის კურსი - თბილისი/რეგიონები
ღირებულება: 300 ლარი
„1C ბუღალტერია“ ადმინისტრატორ/მომხმარებლის კურსი ითვალისწინებს პროგრამის ძირითადი ფუნქციონირების, ასევე მენეჯერული მართვის ელემენტების შესწავლასა და ბუღალტრული ოპერაციების პროგრამულად დაფიქსირებას. კურსი ორიენტირებულია მონაცემთა პროგრამულად დამუშავების პრაქტიკული უნარ–ჩვევების ფორმირებაზე.
 
„1C-ბუღალტერია“  მთლიანად მოიცავს ორგანიზაციების საბუღალტრო აღრიცხვისთვის საჭირო ოპერაციების ასახვასა და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობებს, სხვადასხვა სფეროსთვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით. მისი საშუალებით ყველაზე რთული გატარებები მარტივად და გასაგებად სრულდება. ასევე პროგრამაში ავტომატურ რეჟიმში ხდება ბუღალტრული საგადასახადო მიზნებისათვის აღრიცხვის წარმოება.
 
„1C-ბუღალტერია“ არის ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა, ბევრი ორგანიზაცია იწვევს კადრებს რომლებიც ფლობენ „1C-ბუღალტერია -ს.“
თითოეული ტრენინგის ფარგლებში გათვალისწინებულია თეორიული მასალის მიწოდება და პრაქტიკული სამუშაოების შესრულება.
 
სასწავლო კურსი მოიცავს:
  • პროგრამასთან მუშაობის დაწყება, საწყისი მონაცემების დაფიქსირება და ფასწარმოქმნა;
  • დოკუმენტების აღწერა და შესყიდვების მართვა;
  • საწყისი ნაშთების დასმა, გაყიდვების მართვა და სასაწყობე ოპერაციები;
  • სალაროს ოპერაციები;
  • საბანკო ოპერაციები;
  • ძირითადი საშუალებები;
  • არამატერიალური აქტივები;
  • ხელფასები;
  • წარმოება;
  • თვის დახურვა და ანგარიშგებების განხილვა ;
  • გავლილი მასალის შეჯამება;
  • ადმინისტრირება .
კურსის ხანგძლივობა: 24 სთ, 12 გაკვეთილი

მიმდინარეობს რეგისტრაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები