GE
აუდიტის შემსწავლელი კურსები – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი
ღირებულება: 1300 ლარი
ევროპის აკადემიური ცენტრი გთავაზობთ აუდიტის შემსწავლელ კურსებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
 
"ევროპული ცენტრი" საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც პირველმა შეიმუშავა - ზოგადი აუდიტის სპეციალური პროგრამა, რომლის გავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ როგორც  საგადასახადო, ასევე ფინანსური აუდიტის პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებას.


1. ზოგადი აუდიტი
 
ზოგადი აუდიტის საკვალიფიკაციო  პროგრამა განკუთვნილია საბუღალტრო-საგადასახადო აუდიტის ჩატარების ტექნიკის, დაგეგმვისა და დასრულების პრაქტიკული შესწავლისთვის, ასევე ბიზნეს კერძო სამართლის, საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სფეროში კვალიფიკაციის ასამაღლებლად დაინტერესებული პირებისათვის.
 
კურსი ევროპული ცენტრის სასწავლო პროგრამათა შორის ყველაზე მაღალი დონის სასწავლო კურსია, რომლის ფარგლებში დღეის მდგომარეობით მოემზადა 300–ზე მეტი ორგანიზაციის ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი თუ დირექტორი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს აღნიშნული კურსი, მიიღეს აუდიტორის კვალიფიკაცია და დღეს კვალიფიცირებულ მომსახურებას უწევენ სხვადასხვა კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს; მათ შორის "ევროპული ცენტრის" ზოგადი აუდიტის კურსდამთავრებულები წარმატებით მონაწილეობდნენ შემოსავლების სამსახურის "ალტერნატიული აუდიტის" პროექტში.

პროგრამის გავლის შემდგომ სასერთიფიკატო გამოცდები ჩატარდება "ევროპულ ცენტრში".

მიზნობრივი ჯგუფი: ბუღალტრები, მთავარი ბუღალტრები, მენეჯერები, ეკონომიკური და იურიდიული სფეროს თანამშრომლები.
 
ზოგადი აუდიტის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში შეისწავლება 4 საგანი: 
  • ბიზნესის კანონმდებლობა 
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი 
  • ფინანსები/ფინანსური მენეჯმენტი
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება / აუდიტის ჩატარების პროცედურები
საათების რაოდენობა: 130 (თეორიული და პრაქტიკული მუშაობა).
მთლიანი კურსის ღირებულება: 1300 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
 
2. პრაქტიკული აუდიტი
 
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარებით დაინტერესებული პირები (ბუღალტრები, ფინანსისტები, მომავალი და მოქმედი აუდიტები, იურისტები).
 
კურსის მიზანია, მსმენელებს ხელი შეუწყოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) გამოყენებას პრაქტიკაში, გააცნოს აუდიტის არსი, სისტემა, კონტროლის ფორმები და ძირითადი პრინციპები. მსმენელები მიიღებენ საბაზისო თეორიულ ცოდნას აუდიტის ჩატარებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების შესახებ. გაეცნობიან აუდიტორის სამუშაო ეთიკის ნორმებს, რისკებსა და პასუხისმგებლობებს.
 
კურსის გავლის შედეგად მსმენელებს უნდა შეეძლოთ:
  • აუდიტორული დოკუმენტების სწორად წაკითხვა;
  • აუდიტის პროცესის სწორი და ეტაპობრივი დაგეგმვა;
  • აუდიტის ჩატარება;
  • აუდიტორული დოკომენტაციის მომზადება;
  • შემოწმების აქტის მომზადება;
  • აუდიტორული დასკვნის დადება.
სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს:
  • თეორია+პრაქტიკა;
  • ქეისების განხილვა;
  • ტესტირება.
პროგრამის ხანგძლივობა: 20 სთ + ტესტირება
სრული კურსის ღირებულება: 400 ლარი.
ევროპის აკადემიური ცენტრი ასევე გთავაზობთ შიდა აუდიტორთა მოსამზადებელ კურსს. იხილეთ ინფორმაცია აღნიშნულ ბმულზე.
 
მიმდინარეობს რეგისტრაცია.
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი საქართველო
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები