GE
ბიზნესკურსები: საბანკო საქმე, სახელმწიფო შესყიდვები
ევროპის აკადემიური ცენტრი აცხადებს მიღებას ბიზნესკურსებზე: საბანკო საქმე, სახელმწიფო შესყიდვები, საგადასახადო კოდექსი.
 
1.  საბანკო საქმე + სტაჟირება ბანკში
 
სასწავლო ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს სიღრმისეული ცოდნა, აიმაღლოს კვალიფიკაცია და გაზარდოს დასაქმების შანსი საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში.
 
კურსს უძღვებიან აღიარებული ექსპერტ-ტრენერები. გარდა ძირითადი კურსისა, თქვენ ჩაგიტარდებათ დამატებით მასტერკლასები საქართველოს საბანკო სექტორიდან მოწვეული პრაქტიკოსი სპეციალისტებისაგან.

საბანკო საქმის შემსწავლელი პროგრამა მოიცავს:
  • საქართველოს თანამედროვე საბანკო-საკრედიტო სისტემა;
  • ცენტრალური ბანკის ფუნქციები;
  • საბანკო-საოპერაციო პროდუქტები; საბანკო ანგარიშის სახეები, ანაბრის ტიპები;
  • ბანკის საკრედიტო პოლიტიკა; საკრედიტო პროდუქტების მიმოხილვა;
  • ბანკის საშუამავლო ოპერაციები;
  • პლასტიკური ბარათების ბაზარი;
  • ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემა;
  • საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი;
  • კომერციული ბანკების და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობა და სხვა.
ტრენინგის დასრულების შემდგომ მსმენელებს ჩაუტარდებათ შემაჯამებელი ტესტირება, რომლის შედეგების საფუძველზე გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" საერთაშორისო დონის შესაბამისი სერთიფიკატი.
 
საბანკო საქმის სახელმძღვანელოები მსმენელებს გადაეცემათ საჩუქრად!
 
კურსის ხანგრძლივობა: 7 კვირა (კვირაში 2-ჯერ) + 2 კვირა სტაჟირება (კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში)
მთლიანი კურსის ღირებულება: 320 ლარი.
 
სწავლა დაიწყება 8 სექტემბრიდან!

2. სახელმწიფო შესყიდვები
 
1 თვიანი კურსის მთლიანი ღირებულება - 350 ლარი.
კორპორაციული კლიენტებისთვის მოქმედებს სპეციალური წინადადება.

სასწავლო კურსის შინაარსი:
  • სახელმწიფო შესყიდვების არსი, მარეგულირებელი კანონმდებლობა;
  • სახელწიფო შესყიდვების დაგეგმვა, შესყიდვის განხორციელების საშუალებები და მეთოდები;
  • ტენდერი, სატენდერო განცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
  • ტენდერი, სატენდერო წინადადებების მიღება, გახსნის, განხილვისა და შეფასების წესი;
  • გამარტივებული შესყიდვა;
  • გასაჩივრება და დავების გადაწყვეტის მექანიზმები;
  • სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშგება;
  • შესყიდვების დოკუმენტაციის პრაქტიკული შედგენა.
კურსის ბოლოს გაიცემა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერთიფიკატი.

მიმდინარეობს რეგისტრაცია.
იჩქარეთ! ადგილები შეზღუდულია.
 
ევროპის აკადემიური ცენტრი - მოემზადეთ პროფესიონალ ტრენერებთან, მიიღეთ მაღალი დონის განათლება და პროფესიული რჩევები!
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი საქართველო
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები