GE
ბუღალტერიის შემსწავლელი კურსები
1. საბუღალტრო და საგადასახადო საქმე + ორისი (პირველი დონე დამწყებთათვის).

ეს არის კომბინირებული კურსი დამწყები ბუღალტრისთვის (არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა პროფესიის ან განათლების მქონე პირია მსურველი, უმთავრესია სურვილი ამ მეტად მოთხოვნადი პროფესიის დასაუფლებლად).

პროგრამის ფარგლებში შეისწავლება:
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები;
  • სსკ გადასახადები;
  • კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა ორისი.
სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს:
  • თეორია + პრაქტიკა;
  • ქეისების განხილვა.
ხანგრძლივობა: სამი თვე, კვირაში 3-ჯერ, 2 სთ. ლექციები.
კურსის მთლიანი ღირებულება: 500 ლარი.

მონაწილეებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა.
ცოდნის შეფასება მოხდება ტესტირების გზით. მიღებული შედეგების მიხედვით გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" სერთიფიკატი.
 
2. პრაქტიკული ბუღალტერია (სფერო: მომსახურება, რეალიზაცია) (მეორე დონე).

პროგრამა შემუშავებულია პარტნიორი აუდიტორული კომპანია "ბიზნეს სააგენტო-ს" პრაქტიკის ბაზაზე (სრულდება 2 წლის საბუღალტრო აღრიცხვის ციკლი /გატარებები, ყოვეთვიური დეკლარაციები, დღგ, ქონების და მოგების დეკლარაცია, პრაქტიკულად მუშაობა ელექტრონულ ზედნადებებთან და ფაქტურასთან), 2 წლის სრული ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა იწარმოებს პროგრამა Oris და Rs.ge-ში.

ეს დაგროვილი პრაქტიკა და გამოცდილება ცალსახად ზრდის დამწყები ან კვალიფიკაცია ამაღლებული ბუღალტრის დასაქმების პერსპექტივას!

სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს:
  • პრაქტიკა;
  • ქეისების განხილვა.
ხანგრძლივობა: ორი თვე, კვირაში 2-ჯერ, 2 სთ. ლექციები.
კურსის მთლიანი ღირებულება: 350 ლარი.

მონაწილეებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა.
მიღებული ცოდნის შეფასება მოხდება  ტესტირების გზით. გამოცდის შედეგების მიხედვით გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" სერთიფიკატი.

3. მთავარი ბუღალტრის სასერტიფიკატო პროგრამა.

კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც ხელს შეუწყობს თავიანთ ორგანიზაციაში ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმატებით განხორციელებაში. კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვთ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება და სურს მიენიჭოს მთავარი ბუღალტრის კვალიფიკაცია.

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  1. საგადასახადო კოდექსი;
  2. ბიზნეს/სამეწარმეო სამართალი;
  3. თანამედროვე ფინანსები.
სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს:
  • თეორია + პრაქტიკა;
  • ქეისების განხილვა.
სწავლების ხანგრძლივობა: 11 კვირა.
სასწავლო დატვირთვა: 79 საათი.
კურსის ღირებულებაა 900  ლარი (დღგ-ის ჩათვლით).
კურსის ბოლოს გაიცემა მთავარი ბუღალტრის სასერტიფიკატო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

4. „1C-ბუღალტერია“  მთლიანად მოიცავს ორგანიზაციების საბუღალტრო აღრიცხვისთვის საჭირო ოპერაციების ასახვასა და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობებს, სხვადასხვა სფეროსთვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით. მისი საშუალებით ყველაზე რთული გატარებები მარტივად და გასაგებად სრულდება.
 
„1C-ბუღალტერია“  არის ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა, ბევრი ორგანიზაცია იწვევს კადრებს რომლებიც ფლობენ „1C-ბუღალტერია -ს.“თითოეული ტრენინგის ფარგლებში გათვალისწინებულია თეორიული მასალის მიწოდება და პრაქტიკული სამუშაოების შესრულება.
 
სასწავლო კურსი მოიცავს:
  • პროგრამასთან მუშაობის დაწყება, საწყისი მონაცემების დაფიქსირება და ფასწარმოქმნა;
  • დოკუმენტების აღწერა და შესყიდვების მართვა;
  • საწყისი ნაშთების დასმა, გაყიდვების მართვა და სასაწყობე ოპერაციები;
  • სალაროს ოპერაციები;
  • საბანკო ოპერაციები;
  • ძირითადი საშუალებები;
  • არამატერიალური აქტივები;
  • ხელფასები;
  • წარმოება;
  • თვის დახურვა და ანგარიშგებების განხილვა;
  • გავლილი მასალის შეჯამება;
  • ადმინისტრირება .
კურსის ხანგძლივობა: 10 გაკვეთილი
კურსის ღირებულება: 300 ლარი
 
მიმდინარეობს რეგისტრაცია.
იჩქარეთ! ადგილები შეზღუდულია.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები