GE
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი
„ევროპის აკადემიური ცენტრი“ გთავაზობთ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის  მოსამზადებელ  კურსებს.
 
კურსის მიზანია მომავალ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მომზადება, რათა მათ შეძლონ აღნიშნული გამოცდის  წარმატებით ჩაბარება.
მოსამზადებელი პროგრამა მოიცავს: სემინარულ მუშაობას,  კაზუსების ამოხსნას, ტესტების განხილვასა და ანალიზს. 
 
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 53-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს 25 წლის ასაკს მიღწეულ, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს.
 
სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში. შესაბამისად, ევროპის აკადემიურ ცენტრში  მსმენელები გაივლიან შემდეგ საგნებს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის მიხედვით:
 
საერთო  სამართლის  სპეციალიზაცია, მოსამზადებელი საგნები:
  • საკონსტიტუციო სამართალი;
  • სისხლის სამართალი;
  • სისხლის სამართლის პროცესი ;
  • სამოქალაქო სამართალი;
  • სამოქალაქო სამართლის პროცესი;
  • ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;
  • ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები
  • საათების რაოდენობა სულ: 110 საათი
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია, მოსამზადებელი საგნები:
  • საკონსტიტუციო სამართალი;
  • სამოქალაქო სამართალი;
  • სამოქალაქო სამართლის პროცესი;
  • ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი ;
  • ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები ;
  • საათების რაოდენობა სულ : 72 საათი
სისხლის სამართლის სპეციალიზაცია, მოსამზადებელი საგნები:
  • საკონსტიტუციო სამართალი;
  • სისხლის სამართალი;
  • სისხლის სამართლის პროცესი ;
  • ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;
  • ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
  • საათების რაოდენობა სულ: 72 საათი
კურსის ხანგძლივობა: 3 თვე.
  • საერთო სამართლის მიმართულების მოსამზადებელი კურსის ღირებულება: 900 ლარი;
  • სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების მოსამზადებელი კურსის ღირებულება: 690 ლარი;
  • სისხლის სამართლის მიმართულების მოსამზადებელი კურსის ღირებულება: 690 ლარი;
გადახდა ხორციელდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ხდება სწავლის მთლიანი ღირებულების 80%-ის  გადახდა, ხოლო  დარჩენილი 20%  კურსის დასრულებამდე.

სწავლა მიმდინარეობს  საღამოს საათებში (მსმენელთა სურვილის გათვალისწინებით).
ტრენინგებს უძღვებიან სამართლის სფეროში აღიარებული,  გამოცდილი  იურისტები, მათ შორის  მოქმედი  და ყოფილი მოსამართლეები.
კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ "ევროპის აკადემიური ცენტრის“ სერტიფიკატი.
 
მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია სექტემბრის ჯგუფებისათვის.
ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა: მაქსიმუმ  15 ადამიანი.

"ევროპის აკადემიური ცენტრი"- მოემზადეთ პროფესიონალ ტრენერებთან, მიიღეთ მაღალი დონის განათლება და პროფესიული რჩევები!
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები