GE
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამა – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი
"ევროპის აკადემიური ცენტრი" გთავაზობთ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს.
 
კურსის მიზანია მომავალ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მომზადება, რათა მათ შეძლონ აღნიშნული გამოცდის  წარმატებით ჩაბარება.

მოსამზადებელი პროგრამა მოიცავს: სემინარულ მუშაობას, კაზუსების ამოხსნას, ტესტების განხილვასა და ანალიზს.
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 53-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს 25 წლის ასაკს მიღწეულ, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს.

სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში. შესაბამისად, ევროპის აკადემიურ ცენტრში მსმენელები გაივლიან შემდეგ საგნებს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის მიხედვით:

საერთო სამართლის სპეციალიზაცია, მოსამზადებელი საგნები:
  • საკონსტიტუციო სამართალი;
  • სისხლის სამართალი;
  • სისხლის სამართლის პროცესი;
  • სამოქალაქო სამართალი;
  • სამოქალაქო სამართლის პროცესი;
  • ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;
  • ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
საათების რაოდენობა სულ: 110 საათი

სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია, მოსამზადებელი საგნები:
  • საკონსტიტუციო სამართალი;
  • სამოქალაქო სამართალი;
  • სამოქალაქო სამართლის პროცესი;
  • ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;
  • ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
საათების რაოდენობა სულ: 72 საათი

სისხლის სამართლის სპეციალიზაცია, მოსამზადებელი საგნები:
  • საკონსტიტუციო სამართალი;
  • სისხლის სამართალი;
  • სისხლის სამართლის პროცესი;
  • ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;
  • ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
საათების რაოდენობა სულ: 72 საათი

კურსის ხანგძლივობა: 3 თვე.
  • საერთო სამართლის მიმართულების მოსამზადებელი კურსის ღირებულება: 900 ლარი;
  • სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების მოსამზადებელი კურსის ღირებულება: 690 ლარი;
  • სისხლის სამართლის მიმართულების მოსამზადებელი კურსის ღირებულება: 690 ლარი;
გადახდა ხორციელდება ორ ეტაპად:  პირველ ეტაპზე ხდება სწავლის მთლიანი ღირებულების 80%-ის  გადახდა, ხოლო დარჩენილი 20%  კურსის დასრულებამდე.

ტრენინგებს უძღვებიან სამართლის სფეროში აღიარებული, გამოცდილი იურისტები, მათ შორის მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები.

კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია.

ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა: მაქსიმუმ 15 ადამიანი.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები