GE
ორდღიანი ტრენინგები - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი
ევროპის აკადემიური ცენტრი თბილისსში, ქუთაისსა და ბათუმში ახორციელებს რეგისტრაციას ორდღიანი ტრენინგ-კურსებზე!
 
ტრენინგი პროექტების წერასა და გრანტების მოძიებაში
ტრენინგის მიზანია მონააწილეებს შორის განავითაროს პროექტების მართვისთვის საჭირო ცოდნა და უნარები, რომლის შედეგადაც მათ შეეძლებათ პროექტების უფრო ეფექტურად მართვა. თეორიულ ლექციებთან ერთად, მისი დიდი ნაწილი ეთმობა სასწავლო აქტივობებს, როგორიცაა დისკუსიები, შემთხვევის/მაგალითების განხილვა, თემატური სავარჯიშოები და ა.შ.
 
ტრენინგზე განიხილება შემდეგი საკითხები:
  • საპროექტო წინადადების შემადგენელი ნაწილები / პროექტის ძირითადი მონახზის შექმნა;
  • სიტუაციის ანალიზი/პრობლემის განსაზღვრა, პროექტის მიზნები და ამოცანები ;
  • პროექტის მდგრადობა და რესურსები ;
  • პროექტის განხორციელების გზები, მეთოდები და მოქმედებები;
  • პროექტის განხორციელების გეგმა, შესრულების განრიგი/სამოქმედო გეგმა, დავალებების რიგითობა, ვადების განსაზღვრა;
  • როლებისა და მოვალეობების გადანაწილება ;
  • ბიუჯეტი;
  • მონიტორინგი და შეფასება;
  • ინდიკატორები;
  • ანგარიში. 
ტრენინგის პროცესში მონაწილეები შეიმუშავებენ მცირე პროექტებს, შეძლებენ იდეის პროექტის სახით ჩამოყალიბებას და ფონდში დასაფინანსებლად წარდგენას. 
 
ტრენინგი ეფექტური კომუნიკაციაში
 
კურსის მიზანია  მსმენელისათვის ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ტექნიკის, საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება. ტრენინგში მონაწილეები აითვისებენ და გამოიმუშავებენ სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ-კომუნიკაციურ ტექნიკას, რომელიც დაეხმარება მათ მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის სწორად და  ეფექტურად წარმართვაში.
 
ტრენინგის მეთოდოლოგია: პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით ტრენინგ-პროგრამა დამყარებული იქნება სწავლების არაფორმალურ მეთოდზე. თეორიული სწავლება დაბალანსებულია პრაქტიკული სავარჯიშოებით. ტრენინგისას გამოიყენება არაფორმალური განათლების ისეთი მეთოდები როგორიცაა მინი-ლექციები, პრეზენტაცია, სავარჯიშოები, როლური თამაშები, ბრეინსტორმინგი, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობები, დისკუსიები და ა.შ.
 
ტრენინგზე დეტალურად იქნება განხილული:
  • კომუნიკაციის ეტაპები  (კონტაქტის დამყარება, ინფორმაციის გაცვლა, ალტერნატივების მოძიება);
  • შეკითხვის დასმის ტექნიკა, ტიპური შეცდომები შეკითხვის დასმისას;
  • არავერბალური კომუნიკაცია (მანძილი, ხმა, ჯესტიკულაცია, ვიზუალური მხარე);
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის ხელის შემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორები;
  • მოლაპარაკების ფსიქოლოგიური ასპექტები;
  • დარწმუნებისა და არგუმენტირების ტექნიკა;
  • მოლაპარაკებების სხვადასხვა სტრატეგია;
  • კომპრომისის მიღწევის ხელოვნება;
  • პუბლიკასთან გამოსვლის კომპლექსები და დაძლევის მეთოდები;
  • პრეზენტაციის მომზადება:  მიზანი  და შინაარსობრივი მხარე;
  • აუდიტორიის დაპყრობა, მეთოდები, ტექნიკა, რჩევები;
  • ვიზუალური მასალების გამოყენება;
  • დამაჯერებელი პრეზენტაციის კომპონენტები;
  • პოზა და ჟესტიკულაცია.
ტრენინგი როგორ დავსაქმდეთ წარმატებით?
 
სასურველი სამსახურის მიღებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად მომზადებულ პირველად დოკუმენტაციას, CV, სამოტივაციო წერილი და სწორად შევსებული სააპლიკაციო ფორმა_ ეს არის გზა რომელსაც სამსახურეობრივ გასაუბრებამდე მიყავხარ.  უმეტეს შეთხვევაში კი სამსახურეობრივი ინტერვიუ გადამწყვეტი ეტაპია გახდებით თუ არა რჩეული შერჩეულთა შორის.
 
ტრენინგი მიზნად ისახავს კურსის მონაწილეებს მიაწოდოს და ჩამოუყალიბოს CV-ის, სააპლიკაციო ფორმების,სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილების მომზადების  ტექნიკა და უნარ-ჩვევები,ასევე უნარები რომლის მეშვეობითაც შეძლებენ დამსაქმებლის წინაშე თავდაჯერებულად წარდგენას და თავის საუკეთესოდ წარმოჩენას.
 
ტრენინგ-კურსის ხანგრლივობა: 3 სთ.
ტრენინგის საფასური: 20 ლარი
 
ტრენინგის ფორმატი:
  • მინი-ლექციები;
  • ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობები;
  • პრეზენტაციები;
  • სიმულაციური თამაშები;
  • მაგალითებზე მსჯელობა (CASE STUDY);
  • ჯგუფური დისკუსიები.
ტრენინგზე განიხილება შემდეგი საკითხები:
  • ზოგადი საქმიანი უნარ-ჩვევები, საკუთარი შესაძლებლობების და გარემოს შეფასება;
  • სააპლიკაციო დოკუმენტების მომზადება;საბუთების მომზადება კონკრეტული ვაკანსიებისათვის;
  • უნარები რომელსაც პოტენციური დამქირავებელი ეძებს;
  • CV-სა და რეზიუმეს საჭიროება და შედგენის თავისებურებები;
  • CV, როგორც თვითპრეზენტირების საშუალება; CV-ს მთავარი კომპონენტები და სტრუქტურა;
  • როგორ დაწეროთ სამოტივაციო, (თანმხლები) წერილი;
  • წარმატების ფორმულა; EQ და IQ;
  • სარეკომენდაციო წერილის შედგენის მეთოდი;
  • როგორ მოვემზადოთ სამსახურეობრივი გასაუბრებისთვის.
ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვა
 
ტრენინგის მეთოდოლოია დაფუძნებულია არაფორმალური განათლების სხვადასხვა ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ტრენინგ-სემინარების ჩატარებისას.
 
ეს საგანმანათლებლო მეთოდებია:
  • მინი-ლექციები
  • ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობები
  • პრეზენტაციები
  • სიმულაციური თამაშები
  • მაგალითებზე მსჯელობა (CASE STUDY)
  • ჯგუფური დისკუსიები  
პროგრამის დეტალური აღწერა:
1.ადამიანური რესურსების როლი ორგანიზციის განვითარებაში
  • HR მოდელი, ადამიანური რესურსების დაგეგმვა
  • HR  მენეჯმენტის განყოფილება,
  • HR  მენეჯერი, HR  მენეჯმენტის ფუნქციები;
  • HR პოლიტიკა
2. შრომითი კმაყოფილება და შრომითი მოტივაცა
  • მოტივაციის სისტემები
3.სამუშაოს აღწერილობა და ანალიზი
  • მოთხოვნათა პროფილის შექმნა
  • ვაკანსიის შესახებ განაცხადი
4.კადრების შერჩევა, შერჩევის პროცესის დაგეგმვა და მეთოდები
  • შიდა და გარე რესურსები
  • სტრუქტურირებული ინტერვიუს მომზადება   
5.შტატის განვითარება და ტრენინგი
6.მონიტორინგის შეხვედრების მომზადება
7. შესრულებული სამუშაოს და კადრების შეფასება 
  • შეფასების სისტემა და მეთოდები 
8. კადრების შემცირება
9. ორგანიზაციის კულტურა, სამუშაო დისციპლინა
10. პროფესიული სტრესის მენეჯმანტი
 
ტრენინგი დროის მენეჯმენტი-თვით მენეჯმენტი
 
„დრო“ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესურსია, რომლის სწორი გამოყენება მნიშვნელოვანია ყველა წარმატებული ადამიანისათვის.  დროის მენეჯმენტის მთავარი ფუნქცია  არის მაქსიმალური პროდუქტიულობის და ეფექტური შედეგის მიღება სტრესის და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გარეშე. 
 
ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ, მსოფლიოში აპრობირებულ რჩევებს და მეთოდებს პიროვნული და პროფესიული წარმატების მისაღწევად, მათი პრაქტიკაში დანერგვით კი  მნიშვნელოვნად გაზრდიან შესრულებული სამუშაოსა და  პირად ეფექტურობას.
 
ტრენინგის მეთოდოლოგია  დაფუძნებულია არაფორმალური განათლების სხვადასხვა მეთოდებზე, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ტრენინგ-სემინარების
 
ჩატარებისას და აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. ეს საგანმანათლებლო მეთოდებია:
  • მინი-ლექციები
  • ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობები
  • მაგალითხბზე მსჯელობა (CASE STUDY)
  • ჯგუფური დისკუსიები, ბრეინ-შტორმინგი;
  • ფსიქოლოგიური  სავარჯიშოები 
ტრენინგის თემატიკა
  • დროის აღქმა, დროის მენეჯმენტის შემადგენელი ელემენტები
  • თვითმენეჯმენტი, პირადი ეფექტურობის გაზრდის  საშუალებები;
  • დროის მართვა წარმატების მისაღწევად, წარმატების ფორმულა
  • დრო – როგორც რესურსი და მიზანი;
  • პირადი დროის დაგეგმვისა და მართვის  პრინციპები
  • სტრატეგიული გეგმის შედგენა- გადანაწილება.
  • გრძელვადიანი, შუალედური, მოკლევადიანი გეგმების შემუშავება
  • ოპერატიული დაგეგმვა
  • სამუშაოს გადანაწილება. წინსწრება და ნაშთი.დღის განრიგი. დღიური სამუშაო გეგმის კეისის შედგენა.
  • პრიორიტეტების გადანაწილება, ამოცანების დიფერენცირება დროის კონტექსტში
  • დროის ქურდები
  • დროის ეფექტურად მართვის ზოგადი რეკომენდაციები
თითოეული კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" სერთიფიკატი.
 
კურსების ხანგრძლივობა: 2 დღე
ტრენინგების ხანგრძლივობა: 5 საათი
თითოეულის ღირებულება: 40 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები