GE
პროექტების წერისა და ეფექტური გაყიდვების ორდღიანი ტრენინგი
ღირებულება: 30 ლარი
ევროპის აკადემიური ცენტრი იწყებს ორდღიან ტრენინგებს 27-28 ივნისს პროექტების წერა და გრანტების მოპოვება და 4–5 ივლისს ეფექტურ გაყიდვებში.

1. პროექტების წერის გრანტის მოპოვებით ტრენინგის მიზანია მონააწილეებს შორის განავითაროს პროექტების მართვისთვის საჭირო ცოდნა და უნარები, რომლის შედეგადაც მათ შეეძლებათ პროექტების უფრო ეფექტურად მართვა. თეორიულ ლექციებთან ერთად, მისი დიდი ნაწილი ეთმობა სასწავლო აქტივობებს, როგორიცაა დისკუსიები, შემთხვევის/მაგალითების განხილვა, თემატური სავარჯიშოები და ა.შ.
 
ტრენინგზე განიხილება შემდეგი საკითხები:
  • საპროექტო წინადადების შემადგენელი ნაწილები / პროექტის ძირითადი მონახზის შექმნა;
  • სიტუაციის ანალიზი/პრობლემის განსაზღვრა, პროექტის მიზნები და ამოცანები ;
  • პროექტის მდგრადობა და რესურსები ;
  • პროექტის განხორციელების გზები, მეთოდები და მოქმედებები;
  • პროექტის განხორციელების გეგმა, შესრულების განრიგი/სამოქმედო გეგმა, დავალებების რიგითობა, ვადების განსაზღვრა;
  • როლებისა და მოვალეობების გადანაწილება ;
  • ბიუჯეტი;
  • მონიტორინგი და შეფასება;
  • ინდიკატორები;
  • ანგარიში.
ტრენინგის პროცესში მონაწილეები შეიმუშავებენ მცირე პროექტებს, შეძლებენ იდეის პროექტის სახით ჩამოყალიბებას და ფონდში დასაფინანსებლად წარდგენას.
ტრეინინგის ხანგრძლივობა: 2 დღე, 3-3 საათი;
ღირებულება: 30 ლარი
რეგისტრაციის ბოლო ვადა 27 ივნისი.
იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია!

ტრეინინგის დასრულების შემდგომ მსმენელებს გადაეცემათ "ევროპის აკადემიური ცენტრის" საერთაშორისო დონის შესაბამისი სერთიფიკატი.
 
მსურველებმა უნდა შეავსოთ ვებგვერდზე განთვსებული სარეგისტრაციო ფორმა


2. ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგის მიზანია მსმენელისათვის ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ტექნიკის, საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება. ტრენინგში მონაწილეები აითვისებენ და გამოიმუშავებენ სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ-კომუნიკაციურ ტექნიკას, რომელიც დაეხმარება მათ მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის სწორად და ეფექტურად წარმართვაში.
ტრენინგის მეთოდოლოგია: პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით ტრენინგ-პროგრამა დამყარებული იქნება სწავლების არაფორმალურ მეთოდზე. თეორიული სწავლება დაბალანსებულია პრაქტიკული სავარჯიშოებით. ტრენინგისას გამოიყენება არაფორმალური განათლების ისეთი მეთოდები როგორიცაა მინი-ლექციები, პრეზენტაცია, სავარჯიშოები, როლური თამაშები, ბრეინსტორმინგი, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობები, დისკუსიები და ა.შ.
 
ტრენინგზე დეტალურად იქნება განხილული:
  • კომუნიკაციის ეტაპები (კონტაქტის დამყარება, ინფორმაციის გაცვლა, ალტერნატივების მოძიება);
  • შეკითხვის დასმის ტექნიკა, ტიპური შეცდომები შეკითხვის დასმისას;
  • არავერბალური კომუნიკაცია (მანძილი, ხმა, ჯესტიკულაცია, ვიზუალური მხარე);
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის ხელის შემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორები;
  • მოლაპარაკების ფსიქოლოგიური ასპექტები;
  • დარწმუნებისა და არგუმენტირების ტექნიკა;
  • მოლაპარაკებების სხვადასხვა სტრატეგია;
  • კომპრომისის მიღწევის ხელოვნება;
  • პუბლიკასთან გამოსვლის კომპლექსები და დაძლევის მეთოდები;
  • პრეზენტაციის მომზადება: მიზანი და შინაარსობრივი მხარე;
  • აუდიტორიის დაპყრობა, მეთოდები, ტექნიკა, რჩევები;
  • ვიზუალური მასალების გამოყენება;
  • დამაჯერებელი პრეზენტაციის კომპონენტები;
  • პოზა და ჟესტიკულაცია.
ტრეინინგის ხანგრძლივობა: 2 დღე.
ღირებულება: 30 ლარი
რეგისტრაციის ბოლო ვადა 4 ივლისი.
იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია!
ტრეინინგის დასრულების შემდგომ მსმენელებს გადაეცემათ "ევროპის აკადემიური ცენტრის" საერთაშორისო დონის შესაბამისი სერთიფიკატი.
 
მსურველებმა უნდა შეავსოთ ვებგვერდზე განთვსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები