GE
პროექტების წერისა და გრანტების მოძიების ორდღიანი ტრენინგი
ღირებულება: 40 ლარი
ევროპის აკადემიური ცენტრი გთავაზობთ 2-დღიან ტრენინგს პროექტების წერასა და გრანტების მოძიებაში!
 
ტრენინგზე განიხილება შემდეგი საკითხები:
  • საპროექტო წინადადების შემადგენელი ნაწილები/პროექტის ძირითადი მონახაზის შექმნა;
  • სიტუაციის ანალიზი/პრობლემის განსაზღვრა, პროექტის მიზნები და ამოცანები;
  • პროექტის მდგრადობა და რესურსები;
  • პროექტის განხორციელების გზები, მეთოდები და მოქმედებები;
  • პროექტის განხორციელების გეგმა, შესრულების განრიგი/სამოქმედო გეგმა, დავალებების რიგითობა, ვადების განსაზღვრა;
  • როლებისა და მოვალეობების გადანაწილება;
  • ბიუჯეტი;
  • მონიტორინგი და შეფასება;
  • ინდიკატორები;
  • ანგარიში.
პროცესში მონაწილეები შეიმუშავებენ მცირე პროექტებს, შეძლებენ იდეის პროექტის სახით ჩამოყალიბებას და ფონდში დასაფინანსებლად წარდგენას.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები!
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე, 5 საათი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები