GE
საგადასახადო/ფინანსური აუდიტის შემსწავლელი კურსები
ღირებულება: 1300 ლარი
ევროპის აკადემიურ ცენტრში 28 აპრილიდან იწყება საგადასახადო და ფინანსური აუდიტის შემსწავლელი კურსები.

პროგრამა განკუთვნილია საბუღალტრო-საგადასახადო აუდიტის ჩატარების ტექნიკის, დაგეგმვისა და დასრულების პრაქტიკული შესწავლით, ასევე ბიზნეს კერძო სამართლის, საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირებისათვის.
 
 "ევროპის აკადემიური ცენტრი" საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც პირველმა შეიმუშავა - ზოგადი აუდიტის სპეციალური პროგრამა, რომლის გავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ როგორც საგადასახადო, ასევე ფინანსური აუდიტის პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებას.
მიზნობრივი ჯგუფი: ბუღალტრები, მთავარი ბუღალტრები, მენეჯერები, ეკონომიკური და იურიდიული სფეროს თანამშრომლები.
 
ზოგადი აუდიტის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში შეისწავლება 4 საგანი:
  • ბიზნესისკანონმდებლობა;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება;
  • აუდიტისა და ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება.
საათების რაოდენობა: 130 (თეორიული და პრაქტიკული მუშაობა). 
კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი.
 
ევროპის აკადემიური ცენტრის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ევროპული სტანდარტების შესაბამისი, კანონით ნებადართული საერთაშორისო სერტიფიკატი.
იჩქარეთ რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს!
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები