GE
სამართლის პრაქტიკული კურსი + სტაჟირება საადვოკატო ბიუროში
ღირებულება: 100 ლარი
ევროპის აკადემიური ცენტრი აცხადებს საბუთების მიღებას სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის პრაქტიკულ კურსებზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, მათთვის, ვისაც სურვილი აქვთ დაეუფლონ იურისტის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და მომავალი პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისთვის მიიღონ შესაბამისი ცოდნა.

ცენტრის მიზანია სამართლის სფეროში ქართველი სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტების განათლების ხელშეწყობა. "ევროპის აკადემიური ცენტრი" უკვე 5 წელია, წარმატებით ახორციელებს სტაჟირების პროგრამებს, რომელიც სტაჟიორების ღია კონკურსის წესით შერჩევას ეფუძნება. უკვე სამი წელია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ფუნქციონირებს სტუდენტების პრაქტიკის მექანიზმი, ეს  პროგრამა მათ დაეხმარება შესაბამისი პრაქტიკული მუშაობის კრედიტების მიღებაში.

1. პრაქტიკული კურსი სისხლის სამართალში:

კურსი ითვლება იურისტის ოფიციალურ სტაჟირებად (კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო პრაქტიკად), ხოლო აღნიშნული კურსი სტუდენტებს ჩაეთვლებათ იურიდიულ კლინიკად და სასწავლებელში შესაბამისი კრედიტები მიენიჭებათ (თუ ესეთის მოთხოვნა გათვალისწინებულია უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაში), კურსის ბოლოს გაიცემა როგორც სერტიფიკატი, ასევე, სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტიც.

კურსის ხანგრძლივობაა - 3 თვე (კვირაში 2 პრაქტიკული მეცადინეობა).
ღირებულება თვეში 100 ლარი.

2. პრაქტიკული კურსი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში:

კურსი ითვლება იურისტის ოფიციალურ სტაჟირებად (კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო პრაქტიკად), ხოლო აღნიშნული კურსი სტუდენტებს ჩაეთვლებათ იურიდიულ კლინიკად და სასწავლებელში შესაბამისი კრედიტები მიენიჭებათ (თუ ესეთის მოთხოვნა გათვალისწინებულია უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაში), კურსის ბოლოს გაიცემა როგორც სერტიფიკატი, ასევე, სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

კურსის ხანგრძლივობაა - 3 თვე (კვირაში 2 პრაქტიკული მეცადინეობა).
ღირებულება თვეში 100 ლარი.
 
კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან საადვოკატო ბიუროებში.
 
ასევე, "ევროპულ ცენტრში" იურისტებს აქვთ საშუალება აიმაღლონ კვალიფიკაცია და მოემზადონ ადვოკატთა, ნოტარიუსთა და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის.
 
დაინტერესების შემთხვევაში გაეცანით ქვემოთ ჩამოთვლილ პროგრამებს:
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები+სტაჟირება;
  • ნოტარიუსთა გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები + სტაჟირება;
  • მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი პროგრამები;
  • სახელშეკრულებო სამართალი;
  • საგადასახადო სამართალი;
  • საბანკო სამართალი.
აღნიშნული კურსის გავლით, გაიზრდება თქვენი დასაქმების შანსი!

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები