GE
ტრენინგი პროექტების წერაში
ღირებულება: 30 ლარი
ევროპის აკადემიური ცენტრი 4-5 აპრილს გთავაზობთ ორდღიან ტრენინგს პროექტების წერაში!
 
ტრენინგის მიზანია მონააწილეებს შორის განავითაროს პროექტების მართვისთვის საჭირო ცოდნა და უნარები, რომლის შედეგადაც მათ შეეძლებათ პროექტების უფრო ეფექტურად მართვა. თეორიულ ლექციებთან ერთად, მისი დიდი ნაწილი ეთმობა სასწავლო აქტივობებს, როგორიცაა დისკუსიები, შემთხვევის/მაგალითების განხილვა, თემატური სავარჯიშოები და ა.შ.
 
ტრენინგზე განიხილება შემდეგი საკითხები:
  • საპროექტო წინადადების შემადგენელი ნაწილები / პროექტის ძირითადი მონახზის შექმნა;
  • სიტუაციის ანალიზი/პრობლემის განსაზღვრა, პროექტის მიზნები და ამოცანები;
  • პროექტის მდგრადობა და რესურსები;
  • პროექტის განხორციელების გზები, მეთოდები და მოქმედებები;
  • პროექტის განხორციელების გეგმა, შესრულების განრიგი/სამოქმედო გეგმა, დავალებების რიგითობა, ვადების განსაზღვრა;
  • როლებისა და მოვალეობების გადანაწილება;
  • ბიუჯეტი;
  • მონიტორინგი და შეფასება;
  • ინდიკატორები;
  • ანგარიში.
       
ტრეინინგის პროცესში მონაწილეები შეიმუშავებენ მცირე პროექტებს, შეძლებენ იდეის პროექტის სახით ჩამოყალიბებას და ფონდში დასაფინანსებლად წარდგენას.
ტრეინინგის ხანგრძლივობა: 2 დღე, 3-3 საათი;

რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები