GE
ტრენინგკონფერენცია საგადასახადო კანონმდებლობაში 2015
ღირებულება: 180 ლარი
ევროპის აკადემიური ცენტრი იწვევს მონაწილეებს პროექტისათვის „ტრენინგ კონფერენცია საგადასახადო კანონმდებლობაში 2015″
 
მიზნობრივი ჯგუფი: 
  • კერძო და სახელმწიფო სექტორში მომუშავე ეკონომისტებისათვის, ფინანსისტებისათვის, ბუღალტრებისათვის,
  • იურისტებისათვის და შესაბამისი სფეროთი დაინტერესებული სხვა პირებისათვის.
“ტრენინგ კონფერენცია საგადასახადო საკონმდებლობაში 2015“ – არის ყოველწლიური პროექტი, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს ორი დღის განმავლობაში გაეცნონ და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ საგადასახადო კანონმდებლობაში (საგადასახადო კოდექსი, ნორმატიული აქტები), მიმდინარე წელს განცხორციელებული ცვლილებების თაობაზე, განიხილონ მოქმედი კანონმდებლობის პრობლემური და აქტუალური საკითხები. ამასთან, დრო დაეთმობა მსმენელთათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებს კითხვა-პასუხის რეჟიმში.
 
წელს კონფერენციას უმასპინძლებს საქართველოს პარლამენტი.

მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულნი “ტრენინგ კონფერენცია საგადასახადოსაკონმდებლობაში“, რაც მათ საშუალებას აძლევს:
  • გაიღრმავონ ცოდნა საგადასახადო კანონმდებლობაში
  • გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები
  • მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება
  • გაიცნონ და დაუახლოვდნენ კოლეგებს მთელი საქართველოდან
თარიღი: 14, 15 მარტი
სამუშაო ენა: ქართული
Dress Code: ოფიციალური
ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პროექტში მონაწილეობის საფასური: 180 ლარი
 
პროექტს ეყოლება გამარჯვებული დელეგატები, რომლებიც მიიღებენ 100% და 20% ფასდაკლებას ევროპის აკადემიური ცენტრის სასწავლო ტრენინგ-კურსებზე, მათ შორის საერთაშორისო პროექტებზე.
 
მონაწილეობის საფასური ფარავს ტრენინგ-კონფერენციის განმავლობაში საკანცელარიო ნივთების, საგადასახადო კოდექსის, ორენოვანი სერტიფიკატისა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიებებისა თუ აქტივობების საფასურს.
 
რეგისტრაციის ბოლო ვადა 1 მარტი
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები