GE
Windows Server -ის ადმინისტრირებისა და ქსელური ტექნოლოგიების სასწავლო კურსი
ღირებულება: 750 ლარი
"ევროპის აკადემიური ცენტრი" აცხადებს მიღებას Windows Server -ის ადმინისტრირებისა და ქსელური ტექნოლოგიების სასწავლო სასერტიფიკატო პროგრამაზე.

სწავლება მიმდინარეობს პროფესიონალურ დონეზე, როგორც მცირერიცხოვან ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალურად. ტრენინგებს ატარებენ Cisco-ს ინსტრუქტორები საქართველოში. სწავლის განმავლობაში თეორიულ მასალასთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა პრაქტიკულ სამუშაოებს. წარმატებულ მსმენელებს ასევე აქვთ დასაქმების რეალური შანსი. თითოეული კურსდამთავრებული გაივლის სტაჟირებას.

მათ, ვისაც სურვილი აქვს გაიაროს აღნიშნული კურსი, უნდა იცოდნენ კომპიუტერული პროგრამები და ქსელები მომხმარების დონეზე.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • ოპერაციული სისტება Windows Server 2008-ის ინსტალაცია
  • სამომხმარებლო და ანტივირუსული პროგრამების ინსტალაცია, განახლება და გამართვა.
  • მცირე და საშუალო სიდიდის კომპიუტერული ქსელების დაგეგმვა, ინსტალაცია და ადმინისტრირება
  • კატალოგების მართვის სისტემა - Active Directory-ის ინსტალაცია და ადმინისტრირება
  • Web Server IIS, Mail, DNS, NAT, VPN, Terminal Service-ის, სერვერების ინსტალაცია და ადმინისტრირება
  • My SQL-ის ინსტალაცია და ინტეგრირება სერვერთან
  • სარეზერვო ასლების შექმნა და ასლებიდან აღდგენის უზრუნველყოფა
  • ვირტუალური მანქანების ინსტალაცია და ადმინისტრირება.
კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა.
საათების რაოდენობა: 32 სრული საათი.
სწავლის გრაფიკი: კვირაში 2 დღე, 2 საათი.

მსმენელები უზრუნველყოფილი არიან სასწავლო და პრაქტიკული მასალებით.
კურსის ბოლოს გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" სერტიფიკატი.

ჩაწერა ხდება წინასწარი რეგისტრაციით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები