GE
ზოგადი აუდიტის საკვალიფიკაციო პროგრამა
ღირებულება: 1300 ლარი
ევროპის აკადემიური ცენტრი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში -  გთავაზობთ ფინანსური და საგადასახადო აუდიტორთა მოსამზადებელ (ზოგადი  აუდიტის) საკვალიფიკაციო  პროგრამას.
 
პროგრამა განკუთვნილია საბუღალტრო-საგადასახადო აუდიტის ჩატარების ტექნიკის, დაგეგმვისა და დასრულების პრაქტიკული შესწავლით, ასევე ბიზნეს კერძო სამართლის, საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირებისათვის.
 
"ევროპის აკადემიური ცენტრი" საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც პირველმა შეიმუშავა - ზოგადი აუდიტის სპეციალური პროგრამა, რომლის გავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ როგორც  საგადასახადო, ასევე ფინანსური აუდიტის პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებას.

ევროპული ცენტრის სასწავლო პროგრამათა შორის ყველაზე მაღალი დონის სასწავლო კურსია, რომლის ფარგლებში დღეის მდგომარეობით მოემზადა 200 ორგანიზაციის ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი თუ დირექტორი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს აღნიშნული კურსი, მიიღეს აუდიტორის კვალიფიკაცია და დღეს კვალიფიცირებულ მომსახურებას უწევენ სხვადასხვა კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს; მათ შორის "ევროპული ცენტრის" ზოგადი აუდიტის კურსდამთავრებულები წარმატებით მონაწილეობდნენ შემოსავლების სამსახურის"ალტერნატიული აუდიტის" პროექტში.

მიზნობრივი ჯგუფი: ბუღალტრები, მთავარი ბუღალტრები, მენეჯერები, ეკონომიკური და იურიდიული სფეროს თანამშრომლები.

ზოგადი აუდიტის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში შეისწავლება 4 საგანი: 
  • ბიზნესისკანონმდებლობა; 
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება;
  • აუდიტისა და ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება.
საათების რაოდენობა: 130 (თეორიული და პრაქტიკული მუშაობა).
მთლიანი კურსის ღირებულება: 1300 ლარი. გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.

ევროპის აკადემიური ცენტრის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ევროპული სტანდარტების შესაბამისი, კანონით ნებადართული საერთაშორისო სერტიფიკატი.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები