GE
ზოგადი აუდიტის შემსწავლელი პროგრამა
ღირებულება: 1300 ლარი
თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში - "ევროპული ცენტრი" იწყებს მსურველთა რეგისტრაციას ფინანსური და საგადასახადო აუდიტორთა მოსამზადებელ (ზოგადი აუდიტის) საკვალიფიკაციო პროგრამაზე.
 
პროგრამა განკუთვნილია  საბუღალტრო-საგადასახადო აუდიტის  ჩატარების ტექნიკის, დაგეგმვისა და დასრულების პრაქტიკული შესწავლით, ასევე ბიზნეს კერძო სამართლის, საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირებისათვის.
 
"ევროპული ცენტრი" საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც პირველმა შეიმუშავა - ზოგადი აუდიტის სპეციალური პროგრამა, რომლის გავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ როგორც  საგადასახადო, ასევე ფინანსური აუდიტის პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებას.

ევროპული ცენტრის სასწავლო პროგრამათა შორის ყველაზე მაღალი დონის სასწავლო კურსია, რომლის ფარგლებში დღეის მდგომარეობით  მოემზადა 300 ზე მეტი ორგანიზაციის ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი თუ დირექტორი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს აღნიშნული კურსი, მიიღეს აუდიტორის კვალიფიკაცია და დღეს კვალიფიცირებულ მომსახურებას უწევენ სხვადასხვა კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს;

პროგრამის გავლის შემდგომ სასერტიფიკატო გამოცდები ჩატარდება "ევროპულ ცენტრში".

მიზნობრივი ჯგუფი: ბუღალტრები, მთავარი ბუღალტრები, მენეჯერები, ეკონომიკური და იურიდიული სფეროს თანამშრომლები.

ზოგადი აუდიტის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში შეისწავლება 4 საგანი:
  • ბიზნესის კანონმდებლობა
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი
  • ფინანსები/ფინანსური მენეჯმენტი
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება / აუდიტის ჩატარების პროცედურები
საათების რაოდენობა: 130 (თეორიული და პრაქტიკული მუშაობა).
მთლიანი კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.

კურსს უძღვებიან აღრიცხვა/აუდიტის პრაქტიკოსი ტრენერები.

რეგისტრაცია მიმდინარეობს სექტემბრის ჯგუფებში

"ევროპის აკადემიური ცენტრში" სასწავლო კურსების ორგანიზებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ტრენინგისათვის განკუთვნილი თანამედროვე დარბაზები, საჭირო აღჭურვილობა, მაღალკვალიფიციური ტრენერები, კომფორტული გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურება და კეთილგანწყობა, უფასო Wi-Fi. კლიენტის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია შეკვეთილი კურსების კორპორატიული კლიენტის მოთხოვნების გათვალისწინებით.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები