GE
მსოფლიო სამართლებრივი სისტემების სასწავლო-საწვრთნელი პროფესიული კურსი
ღირებულება: 150 ლარი
სწავლება 2016 ,,მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები’’ წარმოადგენს ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებულ მაღალი დონის სასწავლო-საწვრთნელ პროფესიულ კურსს, განკუთვნილს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
 
კურსს გაუძღვებიან უცხოელი ექსპერტები:
  • როჯერ ჰიატი - კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ადვოკატი (აშშ)
  • მარკ სპეისერი - ფლორიდის შტატის მოსამართლე (აშშ)
ლექციები უზრუნველყოფილი იქნება თარჯიმნით.
 
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
 
სწავლის ღირებულება: 150 ლარი.
 
ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის აღნიშნული სასწავლო კურსი არის უფასო.
 
დრო: 15 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით. 2016 წ.
ადგილი: გურამიშვილის გამზირი 76, თბილისი, 0141. ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი.
 
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2016.
 
კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტური გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით. სტუდენტს, რომელიც ვერ დააგროვებს სათანადო ქულას, გადაეცემა მონაწილეობის ატესტატი.
 
მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულად: იხ. სააპლიკაციო ფორმა
 
კანდიდატები შეირჩევიან საბუთების გადარჩევის შედეგად.
საბუთების განხილვის შემდგომ პასუხი გეცნობებათ ელექტრონული ფოსტით.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ზემოთმითითებულ ნომერზე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები