GE
საგამოძიებო და სასამართლო უნარ–ჩვევების სასერთიფიკატო პროგრამა
ღირებულება: 200 ლარი
ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ სასერთიფიკაციო პროგრამას საგამოძიებო და სასამართლო უნარ-ჩვევებში.
 
პროგრამის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მისცეს სიღრმისეული პრაქტიკული ცოდნა საპროკურორო და საადვოკატო საქმიანობის შესახებ, გამოუმუშავოს ადვოკატისა და პროკურორის უნარები, მოამზადოს მაღალკვალიფიციური კადრები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა მოპოვებას, მათ დასაშვებობას, ასევე სასამართლოს წინაშე გამოსვლის (მათ შორის ნაფიც მსაჯულთა წინაშე გამოსვლის) უნარების ათვისებას.
 
სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
  1. საგამოძიებო უნარ-ჩვევები;
  2. სასამართლო უნარ-ჩვევები;
  3. მტკიცებულებათა გაცვლა და დასაშვებობა ;
  4. სამართლებრივი წერა.
დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, აირჩიონ და გაიარონ ერთი, რამდენიმე ან ყველა მიმართულება.
 
პროგრამა განკუთვნილია:
  • იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის;
  • იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის;
  • იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისათვის/მოქმედი იურისტებისათვის.
რატომ დაინტერესდებით აღნიშნული პროგრამით?
 
პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკულ მეცადინეობაზე. სტუდენტები გაეცნობიან ამა თუ იმ მიმართულებით არსებულ საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკას; ლექტორების მიერ დარიგებული მასალების საფუძველზე შეადგენენ ცალკეულ საგამოძიებო და საპროცესო დოკუმენტებს; მოამზადებენ შესავალ და დასკვნით სიტყვებს; აწარმოებენ პირდაპირ და ჯვარედინ დაკითხვებს; მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში; პრაქტიკულ მაგალითებზე გაეცნობიან პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების არსს და სრულწლოვანთა და არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროცედურებს.
 
ტრენინგს წარუძღვებიან პრაქტიკოსი იურისტები - მოქმედი ადვოკატები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებსაც პრაქტიკული საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. ლექტორები ყოველდღიურად იღებენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში და სასამართლო განხილვაში (მათ შორის ნაფიც მსაჯულთა წინაშე), ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში, აქვთ მიღებული საერთაშორისო გამოცდილება.
 
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი, რომლის მიღების წინაპირობაა თითოეულ მიმართულებაში დადებითი შეფასების მიღება.
პროგრამის ხანგრძლივობა: 5 კვირა (60 საათი)
 
პროგრამის ჩატარების თარიღები: დაიწყება 2014 წლის 30 სექტემბერს და ჩატარდება შემდეგ დღეებში: სამშაბათი და ხუთშაბათი - 19:00-21:00 სთ; შაბათი და კვირა - 12:00-16:30;
 
პროგრამის ღირებულება: თითოეული მიმართულების ღირებულებაა 200 ლარი; რამდენიმე მიმართულების არჩევის შემთხვევაში, მსმენელმა უნდა გადაიხადოს თითოეული მათგანის საფასური, ხოლო ოთხივე მიმართულების არჩევის შემთხვევაში მსმენელი ისარგებლებს 15% ფასდაკლებით და ნაცვლად 800 ლარისა, გადაიხდის 680 ლარს.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
 
დამატებითი ინფორმაციის მიღების მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები