GE
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ტრენინგ-კურსი
ევროპის უნივერსიტეტში „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი“ სალექციო კურსს ჩაატარებს.

პირველად საქართველოში! 2017 წლის 16-20 ოქტომბერს ევროპის უნივერსიტეტში რენე კასინის ფონდის მიერ დაარსებული „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი“, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა   და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ერთკვირიან ტრენინგ-კურსს ჩაატარებს!
 
თქვენ შანსი გეძლევათ კვალიფიკაცია აიმაღლოთ ისეთი მაღალი დონის პროფესიონალებთან, როგორებიც არიან „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ ის მოსამართლეები, რომლებმაც, მოსამართლეობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მოღვაწეობა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში განაგრძეს.
 
სალექციო კურსისთვის კანდიდატებს„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი“ თავად შეარჩევს. ტრენინგის წარმატებით დასრულებისა და გამოცდის ჩაბარების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.
 
ყველაზე წარმატებულ კურსდამთავრებული - ფინალური ტესტის ლაურეატი კი სპეციალური ჯილდოს მიიღებს - ის სტრასბურგის ყოველწლიურ სასწავლო კურსზე  2018 წლის ივლისში ერთი თვით მიიღებს მონაწილეობას. 
 
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ინგლისური ენის მცოდნე:
  • მაგისტრებს, მოსამართლეებსა და სამართლის ექსპერტებს.
  • პროფესორებსა და მკვლევრებს.
  • ქართველ და საერთაშორისო ოფიციალურ პირებს.
  • ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტივისებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
  • მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამართლის სტუდენტებს.
  • ნებისმიერ დაინტერესებულ პარტიას, რომელსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის სურვილი და გამოცდილება აქვს.
ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისათვის სასწავლო კურსის ღირებულება - 50 ევრო, სხვა პირებისათვის კი 100 ევრო იქნება. ევროპის უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს და ისინი აღნიშნული პროგრამის გავლას მხოლოდ 35 ევროდ შეძლებენ.
 
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 24 სექტემბერი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები